reportiori.ge - ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:07
ეკონომიკა
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 14:17


2016 წლის 26 იანვარს, ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე გაიცა ნებართვა. მშენებლობის ნებართვის აღების შედეგად, პროექტში ინვესტირება გახდა უფრო მიმზიდველი და ნაკლებად რისკიანი. პროექტის  წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა 730 000 000 აშშ დოლარია. პროექტი ხორციელდება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. რიონზე, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის 433 მგვტ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში. 



საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2015 წლის 24 დეკემბერს გამოცხადდა ინვესტორის შერჩევა პროექტის მფლობელის - სს „ნამახვანის" აქციონერის, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ.


დაინტერესებული ინვესტორები წინადადებებს წარმოადგენენ არაუგვიანეს 2016 წლის 7 აპრილისა.


პროექტის განხორციელების მოდელად შერჩეულია - „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება."


ინვესტორების კანდიდატები შეირჩევიან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილების და ფინანსური რესურსის შესაბამისად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდება ის ინვესტორი, რომლის მიერ საქართველოს მთავრობისათვის შეთავაზებული ტარიფი იქნება ყველაზე დაბალი.


გამარჯვებული ინვესტორი საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს იმპლემენტაციის ხელშეკრულებას, რის შემდეგ, ის ვალდებული იქნება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ააშენოს და მართოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016