საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული ძალისხმევა, რომ თავისი პრიორიტეტები დროულად შეასრულოს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ძალიან გრძელი გზა გაიარა და ქვეყანა სერიოზული პერსპექტივების წინაშე დგას.
„ეკონომიკური განვითარება უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ. საქართველოს სჭირდება თანმიმდევრული ძალისხმევა, რომ მან თავისი პრიორიტეტები დროულად შეასრულოს. ეს პრიორიტეტები უპირველეს ყოვლისა, არის ექსპორტის გაძლიერება, ასევე კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მომხიბლავი გახდეს და ამისთვის საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერა", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.