„ჩემი მმართველობის დროს, საქართველოში არც ჩვენ გვეშინოდა რუსეთის..."- ამ განცხადებას ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეწამყვან დიმიტრ გორდონთან ინტერვიუში აკეთებს. აკადამიკოსი ელიზბარ ჯაველიძე სააკაშილის ამ განცხადებას „რეპორტიორთან" საუბარში აფასებს. ჯაველიძის განმარტებით, სააკაშვილის „არ მეშინია"განპირობებულია არა მისი უშიშრობით, არამედ სიგიჟით:
„მისმა განცხადებამ - „არ მეშინია" - გამოიწვია აგვისტოს ომი! მისი მოღვაწეობა უკრაინაში და განცხადება რომ უკრაინას არ ეშინია რუსეთის, ჩანს, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო დაშლილია. ყირიმსა და სხვა დაკარგულ ტერიტორიებს ისინი ვერასდროს დაიბრუნებენ. სააკაშვილის ნარჩენებით რომ არის უკრაინა აღვსილი ეს უკრაინელი ხალხის თავის მოჭრაა.
საერთოდ, დღეს უკრაინული სახელმწიფოს ვითარება სავალალოა. მე იმის მეშინია, ვაითუ უკრაინელებმა არ დაინდონ და გოჭივით არ გააგორონ", - განაცხადა ჯაველიძემ.
http://reportiori.ge/?menuid=8&id=87697