reportiori.ge - პაატა იმნაძე: სჯობს დროზე მივაკითხოთ ექიმს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:15
საზოგადოება
პაატა იმნაძე: სჯობს დროზე მივაკითხოთ ექიმს
01 თებერვალი, 2016. 16:00


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელების ეპიდემიური საფრთხე არ არსებობს. როგორც იმნაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ე.წ. ღორის გრიპით ავადობის რიცხვი 100 000 მოსახლიდან 350 ადამიანზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიური ზღვართან (100 000 მოსახლეზე 500 ადამიანი) მიახლოებული არ ვართ.


„განსხვავებული ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში, სომხეთში, რუსეთსა და უკრანაში, სადაც  ეპიდემიური ზღვარი 1000-ს აჭარბებს. ჩვენთან სიტუაცია ჩვეულებრივია. კარგია, რომ საავადმყოფოებში მიმართვიანობა დიდია, რადგან სჯობს დროზე მივაკითხოთ ხოლმე ექიმს. გრიპის სეზონი გრძელდება, მაგრამ ეპიდემიური ზღვარის გადაჭარბებას არ ვპროგნოზირებთ", - განაცხადა იმნაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.



გრიპის პროფილაქტიკა:

 

1. გრიპით დაავადებული, ან ისეთი ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, ვინც ახველებს ან აცემინებს;

2. ხელის ხშირი დაბანა;

3. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღება;

4. შენობის ხშირად განიავება.

მედიკამენტები



როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენისას

 

1. პირველ რიგში, იზოლირებული უნდა ვიყოთ გარშემომყოფთაგან, რათა ვირუსი არ გავავრცელოთ;

2. მივიღოთ დიდი რაოდენობით „ცე" ვიტამინი და დიდი რაოდენობით სითხე;

3. ხშირად დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებით, ხველისა და ცხვირის დაცემინების შემდეგ;

4. მივიღოთ ექიმის დანიშნული წამლები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016