reportiori.ge - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მადლობა თანამშრომლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:02
რეგიონები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მადლობა თანამშრომლებს
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 16:40


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამშრომლებს დიდთოვლობის პერიოდში გაწეული შრომისა და ოპერატიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.


მინდა მადლობა გადაგიხადოთ რთულ და კრიტიკულ პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის. ერთკვირიანი გამძლეობისთვის, მობილიზებულობისა და იმ პასუხისმგებლობისთვის, რომლის დამსახურებითაც ყველა პრობლემის აღმოფხვრა, მიუხედავად მწირი რესურსისა, დროულად მოხერხდა. ეს იყო გაკვეთილი თუ როგორ უნდა შევხვდეთ კრიზისულ მოვლენებს უფრო მობილიზებულად. მინდა გითხრათ, რომ თქვენი შრომა დაუნახავი და დაუფასებელი არ დარჩება. მადლობას გიხდით ერთიანობისთვის, გუნდურობისთვის და კოლეგიალობისთვის,"- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.


განსაკუთრებული მადლობა მერაბ ჭანუყვაძემ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის" დირექტორს და მის თანამშრომლებს, შ.პ.ს. „ტექნოსერვის" ხელმძღვანელს, ოპერატორებს, მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელს, ადმინისტრაციულ სამსახურს და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას გადაუხადა.


თანამშრომლებისგან მადლობა მხარდაჭერის, სტიმულირებისა და სამაგალითო საქმიანობისთვის თავად გამგებელმაც მიიღო.


 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016