ერთსქესიან წყვილთა ქორწინების შესაძლო დაშვების თაობაზე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა პატრიარქის მოძღვარი და საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტრის წინამძღვარი ტარიელ სიკინჭილაშვილი. მისი თქმით ეს იქნება მართმადიდებლობის, ქრისტიანობისა და ქართველობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
„ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ წინ აღვუდგეთ ამ ყველაფერს, ხელი შევუშალოთ ამის დაკანონებას და დაგეგმვას, რადგან ეს გარყვნის მეტი არაფერი არ არის. ეს იქნება მართმადიდებლობის, ქრისტიანობისა და ქართველობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ვალდებული ვარ, ასეთ დროს დავდგე იქ, სადაც მართლმადიდებლობა, ქართველობა, ქრისტიანობა, სინდისი და ნამუსია. თავის ოთახში და საწოლში შეუძიათ ის აკეთონ , რაც უნდათ, ჩვენ არავის ვუვარდებით და არავის საქმეს არ ვქექავთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროთ ეკლესიაში „ასეთი" ადამიანები დადიან, რომლებიც ხმამაღლა არ ყვირიან, რცხვენიათ, ასეთი წესით რომ ცხოვრობენ და სულაც არ ამაყობენ ამით, პირიქით განიცდიან ამას, როგორც ცოდვას. .. კონსტუტაციაში თუ არ წერია ხაზგასმით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, ეს არის მათი დანაშაული, ვინც ადგენს და ამოწმებს კონსტიტუციას. მათი ცოდვაა, რომ იქით მიჰყავთ საქმე. ჯერ იყო და ქართველობა ამოშალეს პირადობიდან, მერე, მგონი სქესიც და ასე გრძელდება. თუ სპეციალურად გააკეთებენ, რომ ასეთ ხალხს მხარი დაუჭირონ, ყველას საშინელი განსაცდელი ელოდება", - ამბობს ტარიელ სიკინჭილაშვილი.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: კვირის ქრონიკა