პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, საარჩევნო სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით დაუწერელი კანონია და თავისთავად იგულისხმება, რომ არჩევნებზე პარტიასა თუ კოალიციას ლიდერი მიუძღვება.
„საარჩევნო სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით, მგონი, დაუწერელი კანონია, თავისთავად იგულისხმება, რომ არჩევნებზე პარტიასა თუ კოალიციას ლიდერი მიუძღვება. ეს ბუნებრივი თემაა, თუ რამე სხვა განსაკუთრებული არ ხდება. ასე რომ, მე არ და ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულს. ეს თემა ქაღალდზე დაწერილი და ხელმოწერილი არ არის, იმდენად რამდენადაც თავისთავად იგულისხმება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვინც იქნება კოალიციის ლიდერი, კოალიციას ის უნდა გაუძღვეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, საარჩევნო სიის სათავეში ყოფნის შემთხვევაში მოუწევს თუ არა გიორგი კვირიკაშვილს არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ის ამბავი, რომ პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებოდეს, არ ახსენდება".