reportiori.ge - თედო ჯაფარიძე: დარწმუნებულები ვართ, რომ სომხურ საზოგადოებაშიც ადეკვატურად იღებენ ჩვენი ქვეყნის არჩევანს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:18
პრეს-დაიჯესტი
თედო ჯაფარიძე: დარწმუნებულები ვართ, რომ სომხურ საზოგადოებაშიც ადეკვატურად იღებენ ჩვენი ქვეყნის არჩევანს
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 18:49


„თითოეული ქვეყანა ამა თუ იმ ორგანიზაციაში ხმას აძლევს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე" - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

 

ავტორი: არამ სარგსიან

სტუმარი: თედო ჯაფარიძე



საქართველოს და სომხეთს შორის  მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს იმდენად ღრმა ფესვები აქვს, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემა ხელისშემშლელი ვერ იქნება. საქართველო პატივს სცემს სომხეთის სუვერენულ არჩევანს, მის საგარეოპოლიტიკურ კურსს და დარწმუნებულები ვართ, რომ სომხურ საზოგადოებაშიც ესმით და ადეკვატურად იღებენ ჩვენი ქვეყნის არჩევანს და საქართველოსთვის მტკივნეულ პრობლემებს, განსაკუთრებით „ოკუპირებულ ტერიტორიებთან" დაკავშირებულ საკითხებს.



„პირველი ინფორმაციულთან" საუბრისას, ასეთი აზრი გამოთქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძემ.


„თითოეული ქვეყანა ამა თუ იმ ორგანიზაციაში ხმას აძლევს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია, რომ თბილისშიც არიან განაწყენებულნი, როდესაც სომხეთის დელეგაცია ამა თუ იმ ვითარებაში  არჩევანს აკეთებს სხვადასხვაგვარად,  საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ორმხრივ ურთიერთობებს რაიმე საფრთხე ემუქრება. საქართველო პატივს სცემს სომხეთის სუვერენულ არჩევანს და მის საგარეო პოლიტიკას",  - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.



- ბატონო თედო, როგორ შეაფასებდით საქართველოს დელეგატების ხმის მიცემას რობერტ ვოლტერის ანგარიშზე, მთიან ყარაბახში არსებული სიტუაციის შესახებ და ბოსნიელი დეპუტატის, მარკოვიჩის ანგარიშზე, სარსანგის წყალსაცავთან დაკავშირებით. გამოდის რომ საქართველოს დელეგაციის სამივე წევრმა, თქვენ, ირაკლი ჩიქოვანმა და გიორგი კანდელაკმა მხარი დაუჭირეთ ამ ანგარიშების ან რეზოლუციების მიღებას, რამაც რა თქმა უნდა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ერევანში. რით აიხსნება საქართველოს ასეთი პოზიცია? მეორე, თქვენი აზრით, ასეთმა არჩევანმა შეიძლება თუ არა უარყოფითად იმოქმედოს თბილისის და ერევნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე?

 

 

- საქართველოსა და სომხეთს შორის  მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს იმდენად ღრმა საფუძველი აქვს, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქნება ეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, გაერო თუ სხვა ავტორიტეტული ფორუმი, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემა ხელისშემშლელი ვერ იქნება.  რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება კმაყოფილი ან უკმაყოფილო მხარე, მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით უსუფაშვილმა სააგენტო "Mediamax"-თან სპეციალურ ინტერვიუში საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად მჭიდრო კავშირებზე საუბრისას ღიად განაცხადა, რომ „განსხვავებები ჩვენს პოზიციებს შორის გაეროს რეზოლუციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუს, ხელს არ უშლის ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობებს". ნამდვილად, თითოეული ქვეყანა ამა თუ იმ ორგანიზაციაში ხმას აძლევს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. 



შესაძლოა, თბილისშიც არსებობს განაწყენება, როდესაც სომხეთის დელეგაცია, ხმას აძლევს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს, ვიმეორებ, საერთოდ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს რაიმე საფრთხე ემუქრება. პირიქით, საქართველო  პატივს სცემს სომხეთის სუვერენულ არჩევანს, მის  საგარეო პოლიტიკურ კურსს, და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სომხურ საზოგადოებაშიც ესმით და ადეკვატურად იღებენ ჩვენი ქვეყნის  არჩევანს და საქართველოს მტკივნეულ პრობლემებს. განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთგაგებაზე დაყრდნობა - არის გასაღები დინამიური ურთიერთობებისთვის მომავალში. სხვათა შორის, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სომხეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, უსაფრთხოების ყველა საკითხის ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში განხილვის თაობაზე.



რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებული დეპუტატების გვარებს საქართველოს დელეგაციიდან, მათ შორის ორი არის ოპოზიციის წარმომადგენენლი. ასე რომ, ესეც მოწმობს თბილისის დემოკრატიულ და სამართლიან მიდგომაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი მუშაობისას. საქართველოს წარმომადგენლები კენჭისყრის დროს არ იღებენ ინსტრუქციებს სადღაც „ზემოდან". რაც შეეხება ჩემს ხმას, მე ყოველთვის და ყველა შემთხვევაში მკაცრად ვხელმძღვანელობ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით. არაფერი პირადი, როგორც ამბობენ! მათი პასუხისმგებლობა, ვინც ხელისუფლებაშია, განუზომლად დიდია. 



- შეიძლება თუ არა  ითქვას, რომ ეს  არის განპირობებული, მაგალითად, საქართველოს პოზიციით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ანდა საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებით აზერბაიჯანთან,  შესაძლოა  საქართველოს გარკვეული ეკონომიკური, ენერგეტიკული დამოკიდებულებით აზერბაიჯანზე? 

 

 

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, ისევე როგორც სომხეთთან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი კავკასიის რეგიონის მომხრე. თუმცა, ერთხელ კიდევ აღვნიშნავ: საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები , რის საფუძველზეც  და პოლიტიკური შეხედულებების გამო  აძლევს ხმას ესა თუ ის დელეგატი. ასევე აღვნიშნავ, რომ  საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევათა შორის - არის შესაძლო, და ღმერთმა ნუ ქნას, კონფლიქტის განახლება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ადრეც ვამბობდი, და ვსარგებლობ შემთხვევით  და კიდევ ვამბობ: ჩვენ მზად ვართ  შევთავაზოთ  სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისა და განხილვებისათვის პლატფორმა სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის საპრეზიდენტო ფორმატის  ჩათვლით.




სტატიის რული ვერსია: http://ru.1in.am/1134710.html


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016