reportiori.ge - დავით უსუფაშვილი: სხვა შემთხვევაში, ჰააგის სასამართლოს საერთოდ ეკარგება აზრი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:57
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: სხვა შემთხვევაში, ჰააგის სასამართლოს საერთოდ ეკარგება აზრი...
ავტორი:
01 თებერვალი, 2016. 22:26


 

გვარები და მოსაზრებები შეიძლება ბევრნაირი ჰქონდეს, მაგრამ ჰააგის სასამართლო და ეს ტრიბუნალი, რომელმაც პროკურორი დანიშნა, ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ მე და თქვენ კი არ მივიტანოთ იქ გვარები და ჩვენ როგორ გვგონია, ის კი არ გამოიძიოს, სინამდვილეში რა მოხდა ის გამოიძიოს და გვარებამდე და სახელებამდე ის მივიდეს, თორემ, სხვა შემთხვევაში, საერთოდ აზრი ეკარგება ჰააგის სასამართლოს. მე გირჩევთ გადაამოწმოთ ეგ ინფორმაცია, თუმცა, თუ ვცდები, ახლავე ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი რამე არსებობდეს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, პროცესი უკვე გასულია საქართველოს იურისდიქციიდან და მას საერთაშორისო სამართლის და დოკუმენტების საფუძველზე მოქმედი ინსტიტუტები წარმართავენ. როგორ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, არსებობს საყურადღებო მასალა და 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავეების დასჯა რთული არ უნდა იყოს.



რაც შეეხება იმას, თუ როგორია არის მოლოდინი, მე რაც ვნახე, იმ დღეებში, რაც მოვისმინე, რაც წავიკითხე,მათ შორის, ძალიან სერიოზული ანგარიში და თუ ეს ანგარიში ვინმეს არ გაქვთ, აქვე გპირდებით და მოგართმევთ. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში რომ იყო, ცხინვალში ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი ფაქტების და მაშინ მოიძიეს სატელიტური ფოტოებიც კი, რა ხდებოდა და როგორი იყო სურათი კოსმოსიდან ქართული სოფლების იმ მომენტში, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდა და იქ კონტროლი დაამყარა უკვე გარკვეულმა მხარემ და რა დარჩა იმ სოფლებიდან რამდენიმე დღეში.ანუ როდის მოხდა იქ გადაწვა და განადგურება სოფლების. და იქ ძალიან ბევრი რამეა კიდევ. და ამაზე მუშაობდა ძალიან ბევრი ადამიანი და ეს არის საყურადღებო მასალა და მე პირადად, მგონია, რომ რთული არ უნდა იყოს ამ ბარბაროსული ამბების ჩამდენი ადამიანების დასჯა. -რაც შეეხება პროცესს, სადაც ახლა ჩვენ ვართ, მინდა ძალიან მკაფიო იყოს ყველასთვის, რომ ეს პროცესი უკვე გასულია საქართველოს იურისდიქციიდან. ამ პროცესს უკვე წარმართავს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე მოქმედი ინსტიტუტები. ამიტომ, ჩვენ, ვინ რა პოზიციაზე ვართ, ვის რა გვინდა და ვის რა არ გვინდა, ამას აქ ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მე მინდა ვისურვო, რომ ყველა, საქართველოში, მოქალაქეები, ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები ვიქნებით მონდომებული იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტების დადგენას და ამასობაში არ გავაკეთებთ არაფერს რაც ხელს შეუშლის ან ჭეშმარიტების დადგენას ან საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს.იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ იურისდიქციაა სხვისი, მიმდინარე მოვლენები, კომენტარები და ..არის ძალიან საფრთხილო ასეთ ვითარებაში.ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ფაქტობრივი მასალაა დასადები ახლა მაგიდაზე პროკურორის წინ და არა ჩვენი წარმოდგენები და შეხედულებები.და თუ ვინმეს ამაზე ხელი მიუწვდება, ახლაა ეს გასაკეთებელი.დანარჩენი უკვე მათი გადასაწყვეტია",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016