reportiori.ge - თეა წულუკიანი: ვერცერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას აკონტროლებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 06:09
სამართალი
თეა წულუკიანი: ვერცერთი მოსამართლე ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას აკონტროლებს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 12:34




„ვერც ერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს ან აკონტროლებს", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც წულუკიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ, მისივე თქმით, „ეს არ კმარა".


„ვერც ერთი მოსამართლე საქართველოში ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი მას იცნობს ან აკონტროლებს. ჩემდამი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მოსამართლე რომ აიღოთ, ეს გახლავთ თბილისის სასამართლოს თავმჯდომარე, მანაც კი თქვა, რომ არცერთი მოსამართლე იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ კონტროლდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ ეს არ კმარა. ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ რეფორმების გზით, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


მისი თქმით, მოხარულია, რომ მოსამართლეებს მოსწონთ მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ტალღა, რისი დამსახურებაც იყო იუსტიციის უახლესი საბჭოს პოლიტიკისგან გათავისუფლება. წულუკიანის თქმით, როგორც წესი, როდესაც ჩაკეტილი სისტემა თავისუფლდება, იქ იწყება მწვავე დებატები და მოვლენები, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს მალე ჩაივლის.


„ყოველ შემთხვევაში, ამას გისურვებთ მთელი გულით", - მიმართა წულუკიანმა მოსამართლეებს.


წულუკიანის თქმით, მოხარულია, რომ მოსამართლეები მართლმსაჯულების რეფორმების მეორე ტალღითაც არიან კმაყოფილნი, რომელმაც არასრულწლოვანთა კოდექსი შემოიღო. წულუკიანის თქმით, არც რევოლუციურ ცვლილებაზე მოუსმენია დიდი კრიტიკა, რომელიც მოსამართლეთა შეფასების სისტემას ეხება.


რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას, წულუკიანის თქმით, იგი ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა, მიუხედავად იმისა, გაიზიარებენ თუ არა მოსამართლეები მას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016