reportiori.ge - 2 თებერვალს ოთარ იოსელიანი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:58
კულტურა
2 თებერვალს ოთარ იოსელიანი დაიბადა
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 13:45



ცნობილი კინორეჟისორი ოთარ დავითის ძე იოსელიანი დაიბადა 1934 წლის 2 თებერვალს.


დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-იდან თბილისის კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორია. 1984 მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.


1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს: 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც - „და იყო სინათლე" (1989) და „ყაჩაღები. თავი VII" (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!", რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა".



ფილმოგრაფია:



„აკვარელი"(დოკ., 1958);


„საპოვნელა" (დოკ., 1959);


„აპრილი" (მ/მ, 1962);


„თუჯი" (დოკ. 1964);


„გიორგობისთვე" (1966) - ჟორჟ სადულის პრიზი, FIPRESCI-ს პრიზი კანის სკფ, (1968,);


„ძველი ქართული სიმღერა" (დოკ., 1969);


„იყო შაშვი მგალობელი" (1970 - პრიზი წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, იტალია, 1972);


„პასტორალი" (1976 _ FIPRESCI-ს პრიზი ბერლინის სკფ, 1982);


„შვიდი პიესა შავ-თეთრი კინოსათვის" (1982);


„Euskadi -1982" (ბასკეთი) (დოკ., 1983);


„მთვარის ფავორიტები" (1984 _ ვენეციის 41-ე სკფ ჟიურის დიდი სპეციალური პრიზი, ვატიკანის პრიზი OCIC, ევროპული კინემატოგრაფიის პრიზი C.I.C.A.E. ბერლინი 1985);


„პატარა მონასტერი ტოსკანაში" (დოკ., 1988 _ SCAM-ის პრიზი წლის საუკეთესო ფრანგული დოკუმენტური ფილმისთვის, 1988);


„და იქმნა ნათელი" (1989 _ ვენეციის 46-ე სკფ ჟიურის დიდი სპეციალური პრიზი, 1989);


„პეპლებზე ნადირობა" (1992 _ იტალიელ კინოკრიტიკოსთა სპეციალური პრიზი, ვენეციის სკფ; CICAE-ს ევროპული პრემია, ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრემია 1992 წლის საუკეთესო კინონაწარმოებისათვის; იტალიის კულტურის სამინისტროს კომისიის პრემია; მოსკოველ კინოკრიტიკოსთა პრიზი 1992 წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის; პრემია 1992 წლის საუკეთესო სცენარისათვის, იტალია; ანდრეი ტარკოვსკის ფონდის პრემია, მოსკოვის XVIII სკფ; რუსეთის პრემია "ტრიუმფი", 1993);


„მარტოდმარტო, საქართველო" (დოკ., 1993-4), "ყაჩაღები. თავი VII" (1996 _ ვენეციის სკფ ჟიურის დიდი პრიზი რეჟისურისათვის, 1996, რუსეთის კინოაკადემიის პრემია "ნიკა" საუკეთესო რეჟისურისათვის, 1997);


„მშვიდობით, ხმელეთო" ("Adieu, plancher des vaches" - ("In vino veritas"), 1999, _ ლუი დელუკის პრიზი წლის საუკეთესო ფრანგული ფილმისთვის, მოსკოვის 2000წ კინოფეატივალის პრიზი „ოქროს ვერძი" საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, -ს პრიზი, კანის სკფ, 2000);


„ორშაბათის დილა" (2002) ბერლინის 2002წ კ/ფ ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის, FIPRESCI;


„ბაღები შემოდგომით" (2006) Mar del Plata Film Festival-ის ჟიურის სპეციალური პრიზი.





 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016