reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებს, ამისთვის დაისჯება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:49
სამართალი
სოსო ჯაჭვლიანი: ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებს, ამისთვის დაისჯება!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 13:50



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ მართლმადიდებლებს არ ეხება. განცხადება დეპუტატმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა და განმარტა, რომ პროექტი ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს ეხება.


 

„საქართველოში ეს არ ეხება მარტო მართლმადიდებლობას. ეს ეხება ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოება უნდა დავაწყნაროთ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებს, ამისთვის უნდა დაისაჯოს. ჩვენ კანონპროექტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, დავხვეწოთ და თუ ლოგიკით ერთმანეთს დავარწმუნებთ, ალბათ შევჯერდებით", - აღნიშნა მან.


„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რომლის ავტორიც „დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ამასთანავე, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016