reportiori.ge - თეა წულუკიანი მამუკა ახვლედიანის განცხადებას „საგანგაშოს“ უწოდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:30
სამართალი
თეა წულუკიანი მამუკა ახვლედიანის განცხადებას „საგანგაშოს“ უწოდებს
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 14:50



იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით „საგანგაშოს" უწოდებს.



თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახვლედიანის განცხადება პირადად არ მოუსმენია, თუმცა გაეცნობა და „თუ მან ამგვარი საგანგაშო რამ თქვა", რეაგირება აუცილებლად მოხდება.



ჯერ გავეცნობი მისი განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება აუცილებლად გვექნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.




თბილისის საქალაქო სასამართლომ, სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება გაავრცელა.



მოგეხსენებათ, საქართველოში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომლის ორგანიზების უზრუნველყოფა, საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის 47- მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ტარდება ორ ეტაპად: ტესტური და წერითი გამოცდის ფორმით.

 

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე  ადგილი ჰქონდა ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას. განვმარტავ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები და კაზუსები განეკუთვნება სრულად კონფიდენციალურ ინფორმაციის სახეს და მასზე წვდომა გააჩნია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებს ან მათ მიერ ვიწროდ განსაზღვრულ პირებს. ამასთან, საგამოცდო ტესტები განეკუთვნება იმ კატეგორიის დახურულ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

ერთ-ერთმა კანდიდატმა, ტესტურ გამოცდაზე მიიღო მაქსიმუმი (100) ქულა. მეტიც, ზოგიერთი კანდიდატის წერითი კაზუსების ამოხსნა, აბსოლუტურად, სიტყვასიტყვით ემთხვევა წერითი კაზუსის ავტორის მიერ დაწერილ კაზუსის ამოხსნის ოფიციალურ ვერსიას, რითაც დარღვეულია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის წესი. აღვნიშნავ, რომ წერითი კაზუსის ავტორის ამოხსნის ვერსია და კონკურსანტის მიერ საგამოცდო კაზუსში დაწერილი ვერსია იმდენად იდენტურია, რომ დამთხვევის ალბათობა გამორიცხულია და იმთავითვე ნათელი ხდება, რომ კონკურსანტმა წინასწარ იცოდა კაზუსის სწორი პასუხი.

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სამართლიანი და მაღალკვალიფიციური კადრებისგან დაკომპლექტებული კადრებით შექმნილ სასამართლოს სისტემას შეუძლია პრეტენზია განაცხადოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე, ხოლო სათავე, ამ მიზნის მისაღწევად არის სწორედ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელმაც პირველ ეტაპზევე უნდა უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი კადრის შერჩევა. ყველასათვის ნათელია, თუ რა ტიპის მოსამართლე შეიძლება მივიღოთ პირისაგან, რომელიც წინასწარ ფლობდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტებს ან კაზუსებს და შემდგომში, მისი მოსამართლედ გამწესებისას, რა ზეწოლის მექანიზმები შეიძლება არსებობდეს მასზე. შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზეადგილი ჰქონდა რა ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი ფლობდეს ინფორმაციას შემდეგ კითხვებზე:

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (ან რომელიმე წევრი) ფლობდა თუ არა ინფორმაციას განცხადებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და თუ ფლობდა ან/და იცოდა, რა ზომები გატარდა მათ მიერ?

აქვთ თუ არა და თუ აქვთ, რა ურთიერთობაში იმყოფებიან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ და კაზუსურ გამოცდაზე მაღალი შეფასების მქონე კონკურსანტები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრებთან ან/და წევრთან?

თუ საბჭოს რომელიმე წევრმა ან/და წევრებმა იცოდნენ აღნიშნული ფაქტის შესახებ, აღნიშნულის რეაგირების გარეშე დატოვება რა მიზანს ემსახურებოდა? ასე მაგალითად, აღნიშნული ინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვების მიზანს ხომ არ წარმოადგენდა ვინმეზე ან რამეზე ზეგავლენის მოხდენა?

მიმაჩნია, რომ მითითებული ფაქტის დროული შესწავლა და გამოკვლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც აღნიშნულის გარეშე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ მართლმსაჯულების გაძლიერებისათვის გათვალისწინებული ქმედებების კანონიერ შესრულებას, სასამართლოს რეფორმის გამჭვირვალობას და საბოლოოდ საზოგადოების ნდობის ამაღლება-განმტკიცებას. ამასთანავე, საკითხი მოითხოვს უმოკლეს ვადებში შესწავლა/გამოკვლევას, ვინაიდან ის წარმოადგენს საზოგადოების (მათ შორის იურიდიული საზოგადოების) დიდი ინტერესის საგანს. შესაბამისად, საზოგადოების ჩართულობა, მისი აქტიურობა  სწორედ ამ ინტერესის დროულ რეალიზებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016