reportiori.ge - ირაკლი კორძახია: თუ ბაია გადაბაძე სარჩელს არ გამოიტანს, იძულებული ვიქნებით, დირექტორი შევცვალოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:55
მედია
ირაკლი კორძახია: თუ ბაია გადაბაძე სარჩელს არ გამოიტანს, იძულებული ვიქნებით, დირექტორი შევცვალოთ
02 თებერვალი, 2016. 14:30


გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. აქამდე ის ტელეკომპანიის წილების 25 %-ს ფლობდა, ახლა კი 55 %-ის მფლობელია. როგორც „რეპორტიორს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, საკონტროლო პაკეტის შეძენის მთავარი მიზანი იყო, რომ ტელეკომპანია გაკოტრებისგან ყოფილიყო დაცული.


„ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით „მაესტროს" გაკოტრებას. ამის სურვილი ჰქონდა კოტე გოგელიას. ამასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძემ საჯარო განცხადებაც გააკეთა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ გაკოტრებისგან დაეცვა „მაესტრო". მას ამ ტელეკომპანიაში დიდი შრომა აქვს ჩადებული. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შევისყიდეთ საკონტროლო პაკეტი, იყო ის, რომ ტელეკომპანია გაკოტრებისგან დაგვეცვა. მიგვაჩნია, რომ გაკოტრების პროცესი ხელოვნურია, მიზანმიმართულია და არ არსებობს მისი გაკოტრების საფუძველი. სარჩელი სასამართლოში ბაია გადაბაძემ შეიტანა გოგელიას დავალებით. იმ შემთხევავაში, თუ ბაია გადაბაძე არ გამოიტანს სარჩელს, იძულებული ვიქნებით, შევცვალოთ დირექტორი", - განაცხადა კორძახიამ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016