reportiori.ge - მამუკა არეშიძე: რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების დასათბობად, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს დავივიწყებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:42
პოლიტიკა
მამუკა არეშიძე: რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების დასათბობად, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებს დავივიწყებთ
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 14:18



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპაში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მისცა მითითება, რომ ქართველ დიპლომატებთან ურთიერთობები დაათბონ, თუმცა ქართველი დიპლომატები მსგავსი ტიპის კონტაქტებზე არ მიდიან.


მისი თქმით, ურთიერთობების დათბობაში, პირადთან ერთად, ოჯახების სიახლოვეც იგულისხმება.



როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მითითება მისცა, რომ მაქსიმალურად დაათბონ ურთიერთობა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი აზრით, რუსეთი ცდილობს, ამ მეთოდით ერთგვარი განწყობა შეუქმნას სხვებს, რომ მათ ქართველებთან საერთო ენა გამონახეს და სხვების ჩარევა ურთიერთობაში საჭირო აღარ არის. ეს სწორი მეთოდია რუსეთის მხრიდან სათავისოდ, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ეს გაშიფრეს და მაინცდამაინც ასეთი ტიპის კონტაქტებზე არ მიდიან.

ლავროვის განცხადებებში გარკვეული რევერანსები იყო ქართული მხარის მიმართ, მაგრამ თაფლის კასრში ერთი კოვზი კუპრიც გაურია და სწორედ ეს იყო პანკისის თემა. მოსკოვში ბევრად უკეთ იციან, რა ხდება პანკისში, ვიდრე თბილისში ზოგიერთმა. მათ იციან, რომ იქ არავითარი ტერორისტთა მოსამზადებელი ბანაკი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, პანკისი არის ძალიან ცუდი ბრენდი, ყველამ იცის, რომ იქ თავის დროზე რაღაც ცუდი ხდებოდა და ამის გამო შესაბამისი რეაგირებაც აქვთ. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ ის, რაც თქვა ლავროვმა და სწორად უნდა გავიგოთ გზავნილები, რომელიც ამ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა - ანუ, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების დასათბობად, თუ ჩვენ დავივიწყებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს და მეორე, თუ არ დავათბობთ ამ ურთიერთობებს და არ გავაჩერებთ დანარჩენ მსოფლიოს, რომელიც ცდილობს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაშინ გავიხსენოთ პანკისი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016