reportiori.ge - ლევან ბერძენიშვილი: შსს-მ მარიამ კოჩალიძის მკვლელის მონაცემების გამოქვეყნებით, ირანის მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:58
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: შსს-მ მარიამ კოჩალიძის მკვლელის მონაცემების გამოქვეყნებით, ირანის მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 13:59

შსს- განცხადებით, 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმე გახსნილია, თუმცა სავარაუდო მკვლელი დაკავებული არ არის, რადგან მან საქართველო უკვე დატოვა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია. სამინისტრომ გამოაქვეყნა ეჭვმიტანილის ფოტო და ვიდეო მასალა. აღნიშნულ საქმეზე ნეტგაზეთი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის აზრით, მსგავსი დანაშაულის მოხდენა ნიშნავს, რომ მოქალაქე ნებისმიერ ტერიტორიაზე დაცული არ არის:


დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ მონაცემების გამოქვეყნება იჩქარა და ირანის მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმპფცია დაარღვია:


რა თქმა უნდა, უნდა იყოს დაცული ირანის მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმპფცია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ საქმე გაიხსნა, ასეთ შემთხვევაში მათ იჩქარეს მონაცემების გადმოცემა, იმიტომ რომ მათ შეხედეს არა ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, არამედ შეხედეს იმ თვალსაზრისით - ოჯახი როგორ უყურებს ამას და საზოგადოება როგორ უყურებს ამას და ბათუმის სეზონი საერთოდ როგორ წავა და საქართველოს იმიჯი როგორ იქნება. აქ ეს არჩევანი გაკეთდა იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებით საქმე არ ფუჭდება, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისთ, იმიტომ, რომ იმ კაცის დაჭერა არის ტექნიკური საკითხი, თუ მართლა ის აღმოჩნდება დამნაშავე".


ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საქმე მაღალი ინტერესების კონფლიქტთან გვაქვს. მისივე თქმით, მართალია, პრეზუმპფცია დაირღვა, მაგრამ რადგან პირი საქართველოს მოქალაქე არ არის, მისი რეპუტაცია არ ილახება:


ასეთ დროს არავინ იფიქრა იმაზე, რომ ისიც ადამიანია და მასაც იცავს უდანაშაულობის პრეზუმპფცია და სხვა, მაგრამ აქ არის მაღალი დონის ინტერესების კონფლიქტი. ასეთი რამ ხდება ხოლმე. ძალიან ძნელია უფლებათა დაცვაზე ფიქრი, მაშინ, როდესაც, მაგალითად ტერაქტი მზადდება და სხვა. ეს ყოველთვის არის კონფლიქტი. მთელ მსოფლიოში არის ამაზე აკმათი. ეს არ არის ყველაზე ცუდი რამ, რაც გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიის მანძილზე, თუმცა კარგია, რომ "ნეტგაზეთი" ყურადღებას აქცევს იმასაც, რომ ირანის მოქალაქე შეიძლება არ აღმოჩნდეს დამნაშავე ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენთან არ ცხოვრობს და სხვა, მისი საქმიანი და სხვა ტიპის რეპუტაცია არ ილახება. ამიტომ, აქ ძალიან ძნელი იქნება თქვენს პოზიციაზე ბოლომდე ყოფნა. წმინდა უფლებათა დაცვის თვალსაზრისთ, რა თქმა უნდა, დავარღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმპფცია, მაგრამ უფრო მაღალმა ინტერესმა გადაფარა ამ შემთხვევაში და მე ვერ გეტყვით, რომ ზუსტად ვიცი, რომელია სწორი".


მისივე განმარტებით, შს სამინისტროს ადგილზე, ისიც ანალოგიურად მოიქცეოდა და უფლებას დაარღვევდა. ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ სამინისტროს სიჩქარე პოლიტიკურმა ოპონენტებმა გამოიწვიეს. დეპუტატის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" და მისმა მოწინააღმდეგეებმა უნდა იცოდნენ, რომ ადამიანის ტრაგედია ყველაფერზე მაღლა დგას:


ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ისე პოზიციამ და ოპოზიციამ უნდა ვუთხრათ დაღუპულის ოჯახს, რომ ეს ტრაგედია, რაც მოხდა, ყველას ბრალია, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ უზრუნველყავით დაცულობა მოქალაქის. დაცულობას ძალიან სერიოზული ქვეყნებიც ვერ უზრუნველყოფს ხოლმე და იმის თქმა, რომ არასოდეს არაფერი არ მომხდარა არსად, ჩვენ არ შეგვიძლია. არასოდეს არ ყოფილა არც თბილისი და არც ბათუმი ისე დაცული, რომ ასეთი უბედურება არ მომხდარიყო. ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, სულერთია ეს დანაშაული რა ხასიათისაა. 16 წლის ბავშვი რომ იღუპება, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა მოხდეს ? მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელობა აქვს, ეს დანაშაული სისტემურია, თუ არა? თუ ეს იქნება, მაგალითად, ის, რომ ჩვენ ვათავისუფლებთ ბანდიტებს ციხიდან, ისინი ხალხს ხოცავენ და სხვა და ეს მიიღებს სისტემურ ხასიათს, გასაგებია, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა რახან ასეთი არ იყო, ყველას უნდა შეეკავებინა თავი, სანამ საქმე გაიხსნებოდა".


ბერძენიშვილის თქმით, საზოგადოება იმისათვის, რომ ადამიანის უფლებებზე იფიქროს ძალიან პოლიტიზირებულია. დეპუტატი ასევე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და ეკა ბესელიას მიერ დანაშაულის სტატისტიკაზე საუბარს ეხმიანება და ამბობს, რომ მათ ოჯახზე არ იფიქრეს. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016