reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:07
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 15:30




საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია „ლაქტალისის"და ქართული კომპანია „სანტეს"  წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ლაქტალისი" ქართული რძის პროდუქტების კომპანია „სანტეს" ერთ-ერთი აქციონერი გახდა, რაც კომპანიას მისცემს  საშუალებას, წარმოაჩინოს ქართული პროდუქტები  მსოფლიო ბაზარზე და განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება. ხაზი გაესვა, რომ ფრანგული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციაში და ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას.


„ლაქტალის ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ ნალემ  პრემიერ-მინისტრს  კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ყველი შეიძენს საერთაშორისო სტანდარტებს  და პროდუქცია ქართული სავაჭრო ნიშნით გავა ექსპორტზე.


„საქართველოში, კომპანია „სანტეში" შემოდის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ლაქტალისი". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის. „ლაქტალისი"  უმსხვილესი კომპანიაა, სადაც 75 000 ადამიანი მუშაობს. კომპანია  ქართულ პროდუქტს გაიტანს ევროპულ ბაზარზე და ქართული ბრენდით, ქართული სავაჭრო ნიშნით ცნობილი პროდუქტი გავა ბაზარზე.  ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს იმიჯის განმტკიცების კუთხითაც,  ვინაიდან „ლაქტალისი" საქართველოში შემოდის რეგიონში სამუშაოდ და მან აირჩია საქართველო, რათა სხვა რეგიონულ ქვეყნებთან ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით მის შემოსვლას საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლაქტალისი" 1933 წელს ანდრე ბენიეს მიერ დაარსდა.  დღეს, ოჯახის საკუთრებაში მყოფი „ლაქტალის ჯგუფი" მრავალი წარმატებული საერთაშორისო ბრენდის მფლობელია, როგორიცაა: „პრეზიდენტი", „პარმალატი", „გალბანი". „ლაქტალის ჯგუფში" ამჟამად დასაქმებულია 75,000 ადამიანი და მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განლაგებული.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „ჯი-ემ-თი ჯგუფის" პრეზიდენტი, „სანტეს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავაძე და „სანტეს" გენერალური დირექტორი ერეკლე გამყრელიძე დაესწრნენ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016