„ყველანაირი ლოგიკით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალი ფირცხალავასა და ცააძისკენ მიდის!" - ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი გამცემლიძის მამა და იური ვაზაგაშვილის მეგობარი ჯამბულ გამცემლიძე აცხადებს. გამცემლიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ფირცხალავამ და ცააძემ დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადეს, მისი ეჭვი კიდევ უფრო გამყარდა.
„მას შემდეგ, რაც ფირცხალავამ და ცააძემ დნმ-ის ნიმუშების აღებაზე უარი თქვეს, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა ის, რომ ისინი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში არიან გარეული!
ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს ცილი დავწამო და, მითუმეტეს, ადამიანის მკვლელობა დავაბრალო, მაგრამ ყველანაირი ლოგიკით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის კვალი ფირცხალავასა და ცააძისკენ მიდის!
საერთოდ, ფირცხალავასა და მთელ ამ ბანდას ადამიანების გამწარებისა და გაუბედურების გარდა, ცხოვრებაში არაფერი უკეთებიათ!" - განაცხადა გამცემლიძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ასავალ-დასავალი"