reportiori.ge - ''ვინც ციხეში მოხვდებოდა ჯოჯოხეთს გაივლიდა, ეს ყველამ იცოდა!''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:19
სამართალი
''ვინც ციხეში მოხვდებოდა ჯოჯოხეთს გაივლიდა, ეს ყველამ იცოდა!''
02 თებერვალი, 2016. 16:36


 

„წინა ხელისუფლების დროს მოსამართლეები დამნაშავეები არიან იმაში, რომ მათ პროტესტი არ გამოხატეს, როდესაც შინაგანად ხვდებოდნენ, რომ პროკურატურის ჩვენებები და მტკიცებულებები იყო უკანონოდ, იძულებით, წამებით მოპოვებული", - ამ განცხადებით უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მანანა კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, აღიარონ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის ფაქტები.

 

როგორც „რეპორტიორს" ნიკოლაიშვილმა განუცხადა, სისტემა, რომელიც შეიქმნა წინა ხელისუფლების პერიოდში, იყო არაჯანსაღი, მახინჯი და ხელს უშლიდა სამართლიანი სასამართლოს ფუნქციონირებას.


„სისტემა იყო ასეთი - მოსამართლეს რა მტკიცებულებებსაც მიუტანდენ, რაც არ უნდა ეჭვი შეჰპარვოდა, არ ჰქონდა უფლება, ეს გამოეხატა. თუ მოდის მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი და ამბობს, რომ ეს ნამდვილად ასეა, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება, საკუთარი შინაგანი რწმენა გამოეხატა. მოსამართლეები აქციეს კომპიუტერებად, სადაც შეიყვან პროგრამას, მიუტან მტკიცებულებას და დაადასტურებინებ, რომ კონკრეტული პირი დამნაშავეა.

 

 

რაც შეეხება მტკიცებულებების მოპოვებას, აი, აქ იყო მთავარი სიმახინჯე ჩადებული - თითქმის ნებისმიერი პატიმრისგან თუ ჩვეულებრივი მოქალაქისგან სასურველი ჩვენების გამოძალვა ხდებოდა. ყველამ იცოდა, ვინც ციხეში მოხვდებოდა, გაივლიდა ჯოჯოხეთს, მიიყვანდნენ სიკვდილის პირას... სასამართლოში მიდიოდნენ მოწმეები, აძლევდნენ პროკურატურის წინააღმდეგ ჩვენებას, ამ დროს პროკურორი ითხოვდა შესვენების გამოცხადებას, პროცესი გაგრძელდებოდა 3-5 დღის შემდეგ და ეს მოწმე კარგად დამუშავებული ბრუნდებოდა პროცესზე და აძლევდა პროკურატურის სასარგებლო ჩვენებას. როგორ ხვდებოდა სასურველი ჩვენების მიღება, ძალიან კარგად ესმოდათ და ხვდებოდნენ ამას მოსამართლეები, მაგრამ მათ არ ჰქონდათ უფლება, არ დაეჯერებინათ. მოსამართლე ვალდებული იყო, ეჭვი არ შეეტანა მოწმის ჩვენებაში", - განუცახდა „რეპორტიორს" ნიკოლაიშვილმა.



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ  სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდა, აღიარონ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის ფაქტები:



ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო იყოს ძლიერი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მოსამართლე არავის აბარებდეს ანგარიშს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ, სად იყო პრობლემა - იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმებზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



მოსამართლეების განცხადებით, არანაირი ზეწოლა პროკურორების მხრიდან მათზე არ ყოფილა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016