reportiori.ge - არჩილ კაიკაციშვილი: არ არსებობს მოლოდინი, რომელიმე მოსამართლის მხრიდან ასეთი აღიარებები მოვისმინოთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:25
სამართალი
არჩილ კაიკაციშვილი: არ არსებობს მოლოდინი, რომელიმე მოსამართლის მხრიდან ასეთი აღიარებები მოვისმინოთ
02 თებერვალი, 2016. 17:00



„საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება, აღიარონ მოსამართლეებმა წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ფაქტები, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეფასებაა", - ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა.


მისი თქმით, 2004-2012 წლების სასამართლოს ხელისუფლების სისტემაში არსებობდა ხელისუფლების მნიშვნელოვანი გავლენა სასამართლოზე და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო დასაბუთებული და თავისუფალი.


„წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იყო ნონსენსი. 2012 წლის შემდგომ ახალ ხელისუფლებას მართლმსაჯულებაში მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, ამიტომ მანანა კობახიძის პათოსს სრულად ვიზიარებ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური შეფასება და არ არსებობს მოლოდინი, რომ ცალკეული მოსამართლეები ღიად განაცხადებენ, რომ მათ საქმიანობაში ერეოდა პროკურატურა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეთ შემთხვევაში დგება მოსამართლეების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ არ არსებობს მოლოდინი, რომელიმე მოსამართლის მხრიდან ასეთი აღიარებები მოვისმინოთ.

 

ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მანანა კობახიძის განცხადების მიმართ იმ მოსამართლეთა განწყობებს, რომლებიც ამ განცხადებას ძალიან არაეთიკური შეძახილებით შეხვდნენ. შეძახილები კარგია, მაგრამ უნდა დავუკვირდეთ, ვისგან, რომელი მოსამართლეებისგან მოდის, მათ მიერ ნაწარმოები საქმეები და მიღებული განაჩენები რამდენად სამართლიანია..." - განაცხადა კაიკაციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.



მისი თქმით, 2014 წლის ივნისში გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის  კომისიამ მიიღო სპეციალური ანგარიში, რომლითაც საქართველოში 2004-2012 წლებში სისტემური დანაშაულების არსებობა დაადასტურა და ხელისუფლებას მოუწოდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისკენ. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, კაიკაციშვილის თქმით, დღეს სასამართლოში მიმდინარეობს რეფორმების ტალღა. „უზენაესი სასამართლოს თავმჯომარე არის ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გარანტი და ყველა, ვინც მას ებრძვის, ნებსით თუ უნებლიეთ, ახორციელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. მოსამართლეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძირეულ რეფორმებს, იზიარებენ წინა ხელისუფლების პოლიტიკის იმ განწყობებს, რომელიც დღევანდელობასთან სრულიად შეუსაბამოა", - აღნიშნა კაიკაციშვილმა.



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ  სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მოუწოდა, აღიარონ წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის ფაქტები:



ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მოსამართლე არავის აბარებდეს ანგარიშს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ვთქვათ, სად იყო პრობლემა - იყო ზეწოლები, დაშინებები, ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმეებზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ. ყველამ ერთად მოვიხადოთ ბოდიში საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



მოსამართლეების განცხადებით, არანაირი ზეწოლა პროკურორების მხრიდან მათზე არ ყოფილა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016