reportiori.ge - გიორგი კვერენჩხილაძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა სასწრაფოდ გასატარებელია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:16
პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა სასწრაფოდ გასატარებელია!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 22:10


 


საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ტელეკომპანია „იბერიაში" სტუმრობისას გიორგი კვერენჩხილაძემ  განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლო დღევანდელი იუსტიციის საბჭოს პირობებში ვერ შედგება, ვინაიდან ეს საბჭო ორგანულ წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს იდეასთან და ზოგადად სამართლიან მართლმსაჯულებასთან.


პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მოუწოდებს მოსამართლეებს წაიკითხონ კონსტიტუცია თუ რა შემთხვევაში ხდება მოსამართლეზე ზეწოლა და მერე ისაუბრონ კონსტიტუციას ამოფარებულებმა.


იუსტიციის საბჭო არ არის სასამართლო ორგანო, ის მართლმსაჯულებას არ ახორციელებს, შესაბამისად ვერანაირად ვერ გაიგივდება მათი მისამართით გაკეთებული განცხადება სასამართლოზე ზეწოლად.

 

პრეზიდენტი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, იგი არის საყოველთაო  სახალხო კენჭისყრით  ხალხის მიერ  პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი, მას არა თუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც არის ნებისმიერ საზოგადოებისთვის მტკივნეულ, მგრძნობიარე და პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, შეფასებები გააკეთოს და პოზიცია დააფიქსიროს,"- განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გასატარებელი. რა თქმა უნდა არიან ღირსეული მოსამართლეებიც, მაგრამ ეს მოსამართლეები სწორედ მურუსიძის წნეხის ქვეშ არიან დღესაც და ისინი უნდა გათავისუფლდნენ ამ წნეხისაგან",- მიიჩნევს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016