reportiori.ge - კახა კოჟორიძე: გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:09
პოლიტიკა
კახა კოჟორიძე: გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას!
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 23:01



ტელეკომპანია „კავკასიაში" სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, განაცხადა რომ არარელევანტურია მოსამართლეების მოთხოვნა კონსტრუქციული დიალოგისა, მაშინ როდესაც თავად მოსამართლეებისთვის მიუღებელია კრიტიკა და გამოდიან შეურაცხმყოფელი განცხადებებით პრეზიდენტის ინსტიტუტის მისამართით. 


როგორც ჩანს მოსამართლეთა ნაწილისთვის მიუღებელია კრიტიკის მოსმენა სხვადასხვა ინსტიტუციების მხრიდან და ამან განაპირობა ის კამპანია, რომელიც წამოიწყეს პრეზიდენტის წინააღმდეგ,"- განაცხადა კახა კოჟორიძემ. 


პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი მხარს უჭერდა და უჭერს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას,  ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი  არის ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც მიუხედავად გარეფაქტორებისა არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას.


კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სისტემაში არიან  ისეთი მოსამართლეები, რომელთაც სწორი და  ჯანსაღი ხედვები აქვთ სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლოდროინდელმა  დამოკიდებულებამ ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ მთავარ კონსტიტუციურ ფუნქციას. შესაბამისად ამ კონსტიტუციურ ორგანოს  ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016