reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე: როდესაც დადგა საკითხი „მაესტროს“ გაკოტრება- არ გაკოტრების შესახებ, ჩვენც ჩავერიეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:44
მედია
გია გაჩეჩილაძე: როდესაც დადგა საკითხი „მაესტროს“ გაკოტრება- არ გაკოტრების შესახებ, ჩვენც ჩავერიეთ
ავტორი:
02 თებერვალი, 2016. 23:13


 

„ამ მაესტროსთან, რა მდგომარეობაშიც დღეს არის ტელეკომპანია, არც ერთ დამფუძნებელს არ გვინდა, რომ ვასოცირდებოდეთ."- განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს" 55%-ის წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თოქ შოუ „რვიანში" საუბრისას.


 გაჩეჩილაძის თქმით ტელეკომპანია დღეს ძლიერ კრიზისს განიცდის, რაზეც „მაესტროს" რეიტინგის ვარდნა მეტყველებს. სწორედ ამიტომ დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ერთობლივი მოლაპარაკებების გზით ტელეკომპანია ჩიხიდან გამოიყვანონ.


„როდესაც ტელეკომპანია დღევანდელმა მმართველობამ ჩაიბარა, მაშინ მაესტროს 25%-ანი რეიტინგი ჰქონდა, დღეს აქვე 4%-ანი რეიტინგი. ეს არავის აწყობს, არ გვინდა, რომ მაესტრო ასეთ ცუდ მდგმარეობაში იყოს.

 

გარკვეული მიზეზების გამო გაწეულები ვიყავით გვერდზე. ბაია გადაბაძის დანიშვნაში მე ვმონაწილეობდი, მე მოვაწერე ხელი მის დანიშვნას, როდესაც ადამიანი დირექტორი ხდება, მას დროც უნდა მისცე და უყურო თუ რა ხდება. მე 25%-ანი წილის ფლობელი კი ვიყავი, მაგრამ გაწეული ვიყავი და არ ვერეოდი არც ფინანსურ მხარეში, არც მხატვრულ მხარეში. როდესაც დადგა საკითხი  მაესტროს გაკოტრება- არ გაკოტრების შესახებ, ჩვენც ჩავერიეთ.

 

კოტე გოგელიასთან საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. მან ეს ყველეფრი იცის. როდესაც ამდენი კარგი ჟურნალისტი წავიდა ტელეკომპანიდდან, ეს ყველაფერი რაღაცაზე მეტყველებს ხომ? რაღაც უნდა შეცვლილიყო."- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.  


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016