reportiori.ge - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:59
სამართალი
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა...
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 01:07



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა...


ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მან 1985 წელს ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად მეცნიერების მხარდაჭერად ეკოლოგიური ასოციაცია ჩამოაყალიბა, რომლის ბაზაზეც შექმნა მოძარობა- „საქართველოს მწვანეები."


1993 წელს ჟვანია აირჩიეს „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" გენერალურ მდივნად. 1995- 1999 წელს ზურაბ ჟვანია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.


ჟვანია 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში თანამოაზრეებთან ერთად პარტია „გაერთიანებული დემოკრატები" ჩამოაყალიბა.

2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტის მიერ,  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცდა.


ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს ოფიციალური ვერსიით გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი აირით დაიღუპა. თუმცა მოგვიანებით გამოძიება კვლავ განახლდა და გამოიკვეთა მკვლელობის მოტივები.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება მკვლელობის მოტივით განაახლა. გამოძიება დასრულებული არ არის.


ზურაბ ჟვანია  დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.  


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016