საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამოქალაქო კოდექსში ქორწინების შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანას გამორიცხავს.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, იგი არ ელის, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებული.
„საკონსტიტუციო სასამართლო შექმნილია იმისათვის, რომ განსაზღვროს კანონების შესაბამისობა კონსტიტუციასთან და არა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში რამე ჩაწეროს, ან რამე ამოიღოს. კონსტიტუციაში რაიმეს ჩაწერის, ან ამოღების ექსკლუზიური პრეტოგატივა აქვს პარლამენტს, და ასე გაგრძელდება მომავალში. ის, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არ და ვერ ველი. იმ თვალსაწიერით, რაც მე შეიძლება მქონდეს პოლიტიკური ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.