reportiori.ge - ფონდმა „ქართუმ“ რაგბის კავშირისა და მოედნებისთვის 70 მილიონი გაიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:56
სპორტი
ფონდმა „ქართუმ“ რაგბის კავშირისა და მოედნებისთვის 70 მილიონი გაიღო
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 04:06



ფონდი "ქართუსთვის" 2016 წელს პრიორიტეტული კვლავ სპორტისა და კულტურის დაფინანსება იქნება, - ამის შესახებ "აიპრესთან" საუბრისას ფონდის დირექტორმა, ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა.


ნიკო ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ "ქართუ" ჯგუფი აქტიურად ეხმარება სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციებს.


"ჩვენს პრიორიტეტებში, რა თქმა უნდა, არის კულტურისა და სპორტის დაფინანსება. სპორტის ნაწილში ასევე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ძალიან ბევრ ფედერაციას ვეხმარებით. გარდა ამისა ვაგრძელებთ რაგბის დაფინანსების პროგრამას", - აღნიშნა ნიკო ჩხეტიანმა


ცნობილია, რომ "ქართუ" ჯგუფი ყველაზე აქტიურად რაგბის აფინანსებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოში  საერთაშორისო სტანდარტების რაგბის რამდენიმე ბაზა და სტადიონი აშენდა.


როგორც ჩვენთან საუბრისას ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში 65-70 მილიონია რაგბისთვის გაღებული. ჩხეტიანმა ასევე აღნიშნა, რომ "ქართუ" ჯგუფისთვის რაგბის დაფინანსება კვლავაც პრიორიტეტულია და მომავალშიც განაგრძობს ამ სპორტის სახეობის დაფინანსებას.

 

"მოგეხსენებათ რაგბს რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ გააჩნდა არცერთი სტადიონი, მაგრამ ჩვენ შემდეგ დავიწყეთ რაგბის მხარდამჭერი დაახლოებით 50 მილიონიანი პროგრამა. დაახლოებით 50 მილონამდეა თანხა რომელიც დაიხარჯა სტადიონების მშენებლობაში, გარდა ამისა 15-18 მილიონი არის ამ წლების განმავლობაში ნაკრებისგან სხვადასხვა აქტოვობების მხარდაჭერა. ყოველწლიურად საქართველოს რაგბის ნაკრები იღებს დახმარებას ჩვენგან დაახლოებით ორი მილიონის მოცულობით. ჯამში 65-70 მილონამდე ადის, რაც უკვე გაწეულია მხოლოდ რაგბის მიმართებაში", - განაცხადა ჩხეტიანმა.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016