reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე: კეზერაშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:24
პრეს-დაიჯესტი
გია გაჩეჩილაძე: კეზერაშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა...
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 04:12



"მაკასთან  და მის მეუღლესთან ყველაფერზე შევთანხმდით და მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდა. დღეს მე 55%-ის მფლობელი ვარ და გადაწყვეტილებებსაც თავად მივიღებ"


"მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც გადაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ აპირებს "მაესტროში" მუშაობას პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში, ვინაიდან არხის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.


ბაია გადაბაძე: "მაესტროს" მეწილეები, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტორები იყვნენ, დღეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის მფლობელი გახდა "იმედის" არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50-მილიონიანი ვალი, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი".


გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" გია გაჩეჩილაძე (უცნობი) საუბრობს:


- დიდი ხანია ინვესტორზე ვლაპარაკობ და საზოგადოებისთვის მისი ვინაობის დამალვასაც არ ვაპირებ - როგორც კი, "მაესტროს" გაკოტრებაზე ინფორმაცია გავრცელდა, ქვეყანაში მოიძებნა ადამიანები, რომლებმაც ტელევიზიის გადარჩენაში დახმარება შემომთავაზეს. ინვესტორი, ვინც ტელეკომპანიის შენარჩუნებაში დამეხმარა, ჩემი მეგობარი ირაკლი რუხაძეა. სწორედ მისი დახმარების შემდეგ, შევძლებ "მაესტრო" ისეთი ხარისხიანი ტელევიზია გავხადო, როგორც ეკადრება.


- რა არ მოგწონთ დღეს "მაესტროს" მაუწყებლობაში?

- ტელევიზია გადაკეთებას საჭიროებს. ჩემი აზრით, ზოგადად, ქართული ტელევიზიების მაუწყებლობა მოძველდა, ახალი, საინტერესო და ცოცხალი ფორმატის შექმნაა საჭირო. ქვეყანას გემოვნებიანი მაუწყებლობა სჭირდება. ამ საკითხზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და საკმაოდ საინტერესო ფორმატიც შევიმუშავე. ვფიქრობ, ჩემი იდეა ჟურნალისტებისთვისაც საინტერესო იქნება.


- ფორმატის შეცვლა ნიშნავს, რომ არსებული გადაცემები დაიხურება?

- ჯერჯერობით, გადაცემების დახურვას არ ვგეგმავ, მაუწყებლობა არსებულ ფორმატში გაგრძელდება, რადგან ახალზე გადასვლა საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს.


- ტელევიზია საინფორმაციო ფორმატს შეინარჩუნებს თუ საინფორმაციო გასართობი გადაცემებით ჩანაცვლდება?

- ბუნებრივია, საინფორმაციო გადაცემებიც გვექნება. უბრალოდ, ზეპირად, ფორმატის დეტალებს ვერ მოგიყვებით.


- გავრცელებული ინფორმაციით, "მაესტროს" შეძენის სურვილი კეზერაშვილსაც ჰქონდა. ეს პრობლემა როგორ მოაგვარეთ?

- დიახ, "რუსთავი 2"-ს სურდა, "მაესტროს" სარეკლამო დრო შეეძინა, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან ის "იმედმა" შეიძინა. შესაბამისად, კეზერაშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვრადა.


- ცნობილია, რომ არც თქვენი მეგობრისთვის, მაკა ასათიანისა და მისი მეუღლისთვის იყო თქვენი წინადადება თავდაპირველად მისაღები.

- მაკასთან  და მის მეუღლესთან ყველაფერზე შევთანხმდით და მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდა. დღეს მე 55%-ის მფლობელი ვარ და გადაწყვეტილებებსაც თავად მივიღებ.


- რამდენი გადაიხადა ინვესტორმა "მაესტროში"?

- ეს თანხა კონფიდენციალურია.


- ამბობენ, რომ "მაესტროს" ყიდვაში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი დაგეხმარათ.

- უკვე გითხარით, რომ ინვესტორი ჩემი მეგობარი ირაკლი რუხაძეა.


ვინ არის ირაკლი რუხაძე?!

ირაკლი რუხაძე, "სალფორდ ჯორჯიას" ხელმძღვანელი და ბადრი პატარკაციშვილისბიზნესპარტნიორი გახლდათ. როგორც ოფიციალური მასალებიდან ირკვევა, ის ამერიკის მოქალაქეა. მეტიც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ, "ლიბერთი ბანკის" აქციები ვლადიმერ გურგენიძემ გაყიდა, "სამეთვალყურეო საბჭოს" წევრად კი, სწორედ ირაკლი რუხაძე აირჩიეს. რუხაძის გვარი დაუკავშირდა ირაკლი ალასანიას პარტიასაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუხაძე 2010 წელს მერის არჩევნებში "თავისუფალ დემოკრატებსაც" აფინანსებდა. კულუარებში ამბობენ იმასაც, რომ მას საქართველოში დიდი პოლიტიკური გეგმები აქვს.


გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ირაკლი რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახს საკმაოდ მძიმე წუთებში დაუდგა გვერდით და საკმაოდ დიდი პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარა. არ ვიცი, რუხაძე ალასანიას აფინანსებდა თუ არა, მაგრამ სხვადასხვა ეტაპზე მას ბევრ პოლიტიკოსთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის, გიგი უგულავასთანაც. მოგეხსენებათ, ის პატარკაციშვილების ოჯახს წარმოადგენდა და მათი ინტერესების დაცვაც უწევდა.რაც შეეხება პოლიტიკურ ამბიციებს, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს უნდა თუ არა პოლიტიკაში ჩართვა. ამ შემთხვევაში, პატარკაციშვილების ოჯახი არაფერ შუაშია, ეს მისი პირადი არჩევანი იქნება - რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახის წევრი არ გახლავთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა მისი პროექტი მაინცდამაინც ამ ოჯახთანაა კავშირში.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016