კავკასიის საკითხეში ექსპერტი მამუკა არეშიძე „კვირის ქრონიკასთან" პრემიერ-მინისტრზე საუბრობს და ამბობს, რომ საარჩევნო სიაში პირველ ნომრად გიორგი კვირიკაშვილის გარდა სხვა ალტერნატივა არ არის.
„ლოგიკურია, რომ გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავჯდომარე გახდა და შესაბამისად, ის იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი. კვირიკაშვილმა საზოგადოებისთვის მისაღები ნაბიჯები გადადგა, რამაც მოწონება დაიმსახურა. მას დინჯი და გაწონასწორებული საუბარი აქვს. შესაძლოა, ვიღაცისთვის უმნიშვნელოა პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა და პრემიერის იქ დასწრება, მაგრამ როცა საზოგადოება ხედავს , რომ მთავრობა კონსოლიდირებულია, ბევრად დაცულად გრძნობს თავს. პრემიერ-მინისტრმა უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდე შეინარჩუნოს, დაუძახოს დამოუკიდებელ ეკონომიკურ ექსპერტებს და გააკეთოს რეფორმა ამ კუთხით, რათა ადამიანებს შეუმსუბუქონ ტვირთი, რაც მეტწილად განაპირობა ლარის დევალვაციამ. ზოგადად გეტყვით, რომ კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მოახერხა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მის მიმართ პოზიტიურად განეწყო. ბუდაპეშტში ნატო-ს ოფოსში გახლდით და იქ ვიგრძენი კვირიკაშვილისადმი კეთილგანწყობა. ხელისუფლების სასტარტო მდგომარეობისთვის თავისთავად კარგია, საჭიროა შენარჩუნებული იყოს სტაბილურობა და გაიზარდოს ხალხის ნდობა, ამისთვის ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. რაც შეეხება საარჩევნო სიაში პირველობას, კვირიკაშვილის გარდა სხვა ალტერნატივა არ ჩანს, მით უფრო მაშინ, როცა ივანიშვილმა სასტიკი უარი თქვა, ღიად ჩართულიყო პოლიტიკაში. ამას ვვარაუდობდი და დამტკიცდა კიდეც, რომ კვირიკაშვილი იქნება სიის პირველი ნომერი", - ამბობს მამუკა არეშიძე.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: „კვირის ქრონიკა"