reportiori.ge - ლევან მურუსიძე: გამოცდაზე გასული ადამიანები, რომლებზეც ეჭვები არსებობს, საკითხის გარკვევამდე სასამართლოში ვერ მოხვდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:57
სამართალი
ლევან მურუსიძე: გამოცდაზე გასული ადამიანები, რომლებზეც ეჭვები არსებობს, საკითხის გარკვევამდე სასამართლოში ვერ მოხვდებიან
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 11:15


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოცდაზე გასული ადამიანები, რომლებზეც ეჭვები არსებობს, იქამდე ვერ მოხვდებიან სასამართლო სისტემაში, სანამ არ გაირკვევა საგამოცდო ტესტის შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის საკითხი. მისი თქმით, იუსტიცის უმაღლესი საბჭო აწარმოებს მოკვლევას, სწავლობს ტესტირების ყველა შედეგს და თუ რა დასკვნას დადებს, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.



ის კონკურსანტები, რომლებიც გამოცდაზე გავიდნენ, არიან ათეულობით, ამას სჭირდება შემოწმება. სანამ არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, სასამართლო სისტემაში ვერ მოხვდებიან. ვზრუნავთ, რომ რაც არის ეჭვის საფუძვლი, არ მოხვდეს სასამართლოს სისტემაში. საბჭო დიდი ხანია ამ თემაზე მუშაობს, არავინ არაფრის დამალვას არ აპირებს. თუ რაიმე მასალები გამოიკვეთება, საბჭო პროკურატურაში გადააგზავნის და ასევე გადაიხედება ტესტირების შედეგები", - განაცხადა მურუსიძემ.



ჟურნალისტებმა შეკითხვა დასვეს ტესტირებაში მონაწილე ირინა ხერხეულიძესთან დაკავშირებით, რომელმაც 100 ქულა მოაგროვა და რომლის სადოქტორო ნამუშევრის ხელმძღვანელია ნინო გვენეტაძე. კითხვაზე, ამ მიმართულებით ძლიერდება თუ არა ეჭვები, მურუსიძემ განაცხადა, რომ ეჭვები შეიძლება გაძლიერდეს, შეიძლება - არა.



ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. როდესაც საბჭო დაადგენს და თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, არავინ არავიზე ხელის დაფარებას არ აპირებს. ის ადამიანები, რომლებმაც ტესტირება ჩააბარეს, არც ერთ კონკურსში არ იღებენ ამ დროისთვის მონაწილეობას, რადგან ისინი ჯერ უნდა ჩაირიცხონ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და გაიარონ რამდენიმეთვიანი კურსი", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გასაუბრება მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეებთან. აღნიშნული კონკურსი მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ფარგლებში მიმდინარეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ დღის წესრიგში ტესტირების შესაძლო გაჟონვის საკითხი არ დგას.


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას იღებენ მოქმედი მოსამართლეები. ის პირები, რომლებმაც ბოლო ტესტირება გაიარეს, მონაწილეობას არ იღებენ, ვინაიდან ისინი მოქმედი მოსამართლეები არ არიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016