reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: საქართველო და რუსეთი აგებენ პასუხს იმ პოლიტიკოსების სახით, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:46
პოლიტიკა
ვახტანგ მაისაია: საქართველო და რუსეთი აგებენ პასუხს იმ პოლიტიკოსების სახით, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს
03 თებერვალი, 2016. 13:00


„რუსეთმა მოახდინა თუ არა რომის სტატუტის რატიფიცირება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჰააგის ტრიბუნალი გამოიტანს განაჩენს არა სახელმწიფოების, არამედ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.


მისი თქმით, განაჩენი შეეხება არა ქვეყნებს, არამედ კონკრეტულად პოლიტიკოსებს, რომლებიც წარმოადგენდნენ რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებების იმდროინდელ ელიტას. „არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, რუსი იქნება თუ ქართველი, თუ მათ დაუმტკიცდათ, რომ ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, აგებენ პასუხს. საქართველო და რუსეთი აგებენ პასუხს იმ პოლიტიკოსების სახით, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ჰააგის ტრიბუნალი სწორედ პოლიტიკოსებს გაასამართლებს", - განუცხადა „რეპორტიორს" მაისაიამ.


რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში, რომელიც 2008 წლის კონფლიქტს ეხება, რადგან რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია.


„2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია და ის ძალაში არ შესულა", - ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016