„დღევანდელი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ძალიან დიდი იმედი მაქვს!" - ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე აცხადებს და აქვე იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი შოთაძე იური ვაზაგაშვილისა და სხვა გახმაურებული მკვლელობების გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ ირაკლი შოთაძეს პირადად შევხვდი. მაშინ იგი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იყო და თავისი თავმდაბლობით, უშუალობით, ადამიანურობით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დავინახე და ვიგრძენი, რომ ჩვენს ტკივილს გულწრფელად იზიარებს და სამართლიანობის აღსადგენად არის შემართული.
ნამდვილად მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაც და ყველა სხვა საქმეც ობიექტურად და სამართლიანად იქნეს გამოძიებული!" - განაცხადა გამცემლიძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ასავალ-დასავალი"