reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: მე თავად არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შემეზღუდება სიტყვის თავისუფლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:55
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე: მე თავად არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შემეზღუდება სიტყვის თავისუფლება
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 12:33


 „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე რელიგიური გრძნონების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონპროექტის ძირითადი პრობლემაა, თუ როგორ განისაზღვრება - რა არის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა. როგორც ტომარაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი სასამართლოს პრეროგატივა გახდება.


„ძირითადი პრობლემაა, თუ ვინ განსაზღვრავს, რა არის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება. ეს გახდა სასამართლოს პრეროგატივა. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. ნებისმიერი პირი, რომელიც იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად, მიმართავს სასამართლოს და სასამართლო განსაზღვრავს ამას", - აღნიშნა ტომარაძემ.  


ტომარაძის განმარტებით, კანონპროექტი სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას არავის შეუზღუდავს.

 

„მე თავად არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შემეზღუდება სიტყვის თავისუფლება.

 

კანონპროექტის დაწერა განაპირობა მიზანმიმართულმა შეტევამ როგორც მართლმადიდებლების მიმართ, ისე სხვა რელიგიის აღმსარებლების მიმართ. ათეულობით გვერდია სოციალურ ქსელში შექმნილი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს  ამა თუ იმ რელიგიის დისკრედიტაციას", - განაცხადა ტომარაძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016