reportiori.ge - გია მეფარიშვილი: მოსალოდნელია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:28
სამართალი
გია მეფარიშვილი: მოსალოდნელია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს!
03 თებერვალი, 2016. 12:52


„იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებაში, რომელიც 2008 წლის კონფლიქტს ეხება, საგამოძიებო პროცესი გართულდება", - ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, პროფესორმა გია მეფარიშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა.


მისი თქმით, გამოძიებას გაუჭირდება მოქმედება, რადგან საგამოძიებო მოქმედებები ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეა ჩასატარებელი.


„ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე; უნდა მოხდეს შემთხვევის ადგილების დათვალიერება, დაზარალებულების და მოწმეების დაკითხვები და ა.შ. ასე რომ, როდესაც რუსული მხარე აცხადებს უარს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ეს ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია არ მისცემს, აქედან გამომდინარე, გამოძიებას პრობლემები შეექმნება. მართალია, მტკიცებულებების სხვა გზით მოპოვება შესაძლებელია, მაგრამ ეს ძალიან გაჭირდება. სასურველია, გამოყენებულ იქნას ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რომ რუსეთის ფედერაციამ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, მას რამდენიმე დღეში შეუერთდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. თუმცა იმის თქმა, რომ გამოძიება ჩიხში შედის, ნაადრევია. სპეციალისტები, გამომძიებლები უნდა შევიდნენ ამ რეგიონში და ჩაატარონ შესაბამისი მოქმედებები. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოუწევს, უფრო მეტი ინტენსივობით იმუშაოს სამივე მხარესთან: საქართველოსთან, რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან", - განაცხადა მეფარიშვილმა.

 

ამასთან, ყოფილი გენპროკურორის თქმით, ჰააგის სასამართლოს უფლება აქვს, დააყენოს პოლიტიკური პერსონების  პასუხისმგებლობის საკითხი.

 

„ჰააგის საერთაშორისო სასამართლო იმით განსხვავდება სტრასბურგის სასამართლოსგან, რომ ის არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული უმაღლესი სასამართლო, აქედან გამომდინარე, მას აქვს უფლება, დააყენოს პერსონალიების პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ სავსებით მოსალოდნელია, ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და მათ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხი აგონ. ასეთი შედეგი დადგება, თუ გამოძიება კვალიფიციურად წარიმართება. კონკრეტულად ვის წინააღმდეგ, ამის თქმა ჯერ ნაადრევია, ეს გამოძიების გადასაწყვეტია. ნუ ვიჩქარებთ ამ საკითხის შეფასებისას, ნუ გავაღიზიანებთ მხარეებს", - აღნიშნა მეფარიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016