reportiori.ge - მურთაზა აჰმადი მესის გუნდში „მიიღეს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:58
სპორტი
მურთაზა აჰმადი მესის გუნდში „მიიღეს“
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 13:12


საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა" ლეონელ მესის ცნობილი თაყვანისმცემლის, მურთაზა აჰმადის ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც ამჯერად, მესის ნამდვილი საფეხბურთო მაისური აცვია.


ფოტოები სოციალურ ქსელში განთავსდა სათაურით - „მურთაზა აჰმადი როგორც იქნა, მესის გუნდში მიიღეს". ფოტოებში ჩანს, თუ როგორ თამაშობს პატარა მურთაზა საფეხბურთო მოედანზე.


ბავშვი, რომლის ფოტომაც ინტერნეტი დაიპყრო, მესის საფეხბურთო „მაისურში" იყო გამოწყობილი. მაისური პოლიეთილენის პარკისგან იყო დამზადებული. ბავშვის ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო.


თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ფოტოზე ასახული ბიჭი ერაყის მკვიდრი ქურთი იყო, თუმცა როგორც BBC წერს, ბიჭუნა, რომელიც „ლიონელ მესის ყველაზე დიდ თაყვანისმცემლად" შეირაცხა, ხუთი წლის მურთაზა აჰმადია და სინამდვილეში, ის ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.


ბავშვს თავად ლეონელ მესიც ეძებდა.



წყარო: info9.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016