reportiori.ge - პრეზიდენტმა 2016 წლის საშინაო გამოწვევად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:00
პოლიტიკა
პრეზიდენტმა 2016 წლის საშინაო გამოწვევად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 16:06


გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ  2012 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა აუცილებელია ამ ტენდენციის გაღრმავება. პრეზიდენტი აღნიშნავს,  არჩევნების ლეგიტიმურობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით არ  უნდა დაისვას კითხვები როგორც მონაწილე სუბიექტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დამკვირვებლების მხრიდან. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი ჩვენ გვეყოლება მოგებული მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, თუმცა  მთლიანად სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იქნება გამარჯვებული.


„ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იმ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისთვის, რაც პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის აღიარებაში მდგომარეობს. პოლიტიკური კულტურა ოპონენტს განიხილავს მოწინააღმდეგედ, და არა მტრად. სტაბილური საარჩევნო გარემოს დამკვიდრება გულისხმობს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის და კენჭისყრის დღეს, არამედ თავად არჩევნების ჩატარების წესებზე მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების მაქსიმალურ კონსენსუსს.


გასულ წელს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი, გაერთიანდნენ ერთი პოლიტიკური ხედვის ირგვლივ - რაც მაჟორიტარული სისტემის უფრო სამართლიანი - პროპორციული პრინციპით ჩანაცვლებაში მდგომარეობს. ეს თანხმობა გაზიარებულია ჩვენი საზოგადოების მიერ, რაც საკანონმდებლო ინიციატივაზე  240 ათასამდე ამომრჩევლის ხელმოწერითაა დადასტურებული. განსხვავება დღეს მხოლოდ ამ უკეთესი და შეთანხმებული მოდელის დანერგვის თარიღშია - 2016 თუ 2020 წლის არჩევნები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკურ სპექტრს, საარჩევნო ცვლილება უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელდეს. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა რეალურია და მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის.

 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ 2016, არამედ 2017 და 2018 წლები საარჩევნოა. შესაბამისად, ის ცვლილებები, რომლებიც ამ თვალსაზრისით გასატარებელია, დღესვე უნდა გავითვალისწინოთ, რათა საარჩევნო რეფორმები მუდმივად ცაიტნოტის რეჟიმში არ ტარდებოდეს", - განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016