reportiori.ge - გოგი თოფაძე: ეროვნული ბანკის მუშაობით საქართველოში ძალიან ცოტაა კმაყოფილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:44
პოლიტიკა
გოგი თოფაძე: ეროვნული ბანკის მუშაობით საქართველოში ძალიან ცოტაა კმაყოფილი
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 18:03


ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა, რომ „ეროვნული ბანკის მუშაობით საქართველოში ძალიან ცოტაა კმაყოფილი".



თქვენ ეროვნული ბანკის საკითხს შეეხეთ, სადაც ჩვენ შეიძლება ცოტა სხვანაირად გავშიფროთ ეს საკითხი. ეროვნული ბანკის მუშაობა, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოებისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო. ჩვენ პარლამენტში მივიღეთ კანონი, რომელიც ეროვნულ ბანკში გარკვეულ კონტროლს მოახერხებდა. ჩვენი კანონი თქვენს მიერ მიღებული არ იყო - თქვენ მას ვეტო დაადეთ. მერე ეს კანონი ჩვენ ისევ მივიღეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი წინადადება არ მიიღო და ჩვენ, როგორც კანონმორჩილი ხალხი, შევეგუეთ, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მუშაობით საქართველოში ძალიან ცოტაა კმაყოფილი", - მიმართა პრეზიდენტს გოგი თოფაძემ.



პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის როლი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016