reportiori.ge - ვანო ჩხარტიშვილის კომპანიების სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 06:03
სამართალი
ვანო ჩხარტიშვილის კომპანიების სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 18:05


ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია „ტრანსფორდის" წინააღმდეგ ბიზნესმენის კუთვნილი კომპანიების მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

მტკიცედ ვიყავით დარწმუნებულები, რომ მოწინააღმდეგე მხარეები - ფოთის საზღვაო ნავსადგური და სოსო დოლიძის კუთვნილი კომპანია „ტრანსფორდი" სასამართლო პროცესს წააგებდნენ. მავეს ფიქრობდა მოწინააღმდეგე მხარე, და ამიტომ, არაერთგზის შეეცადა მოსამართლის და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციით, ცილისწამებით, დაშანტაჟებითა და ზეწოლით მიეღწია სასურველი გადაწყვეტილებისათვის. მათი ბრალდებების უსაფუძვლობასა და სამართლებრივ ნონსენსზე არაერთ განცხადებაში გავეცით პასუხი და ვივარაუდეთ, რომ სასამართლო გვერდს ვერ აუვლიდა უტყუარ მტკიცებულებებს. კერძოდ, უტყუარადაა დადასტურებული, რომ წინა ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის 2010 წელს საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტა უკანონოდ და ძალადობით მოხდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის ზიანის მიყენების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნავსადგურში არსებული ამწეების ტექნიკური მდგომარეობის, მათი შემდგომი ექსპლატაციის შესაძლებლობისა და სარემონტო სამუშაოების დადგენის თაობაზე შექმნილი საექსპერტო დასკვნა ყალბი იყო. ყალბი დოკუმენტი პორტში არსებული ამწეების გაუმართავობის თაობაზე გამოგონილი მიზეზის გასამყარებლად, მოიჯარე კომპანიების პორტიდან უკანონოდ გასაძევებლად და საიჯარო უფლებების მაშინდელი ხელისუფლებისთვის მისაღები სუბიექტის - სოსო დოლიძის კომპანიისთვის გადასაცემად შეიქმნა. გამოძიებით დადგენილია, რომ დაქირავებული უკრაინული საექსპერტო კომპანიების ექსპერტებს არ გადმოულახავთ საქართველოს საზღვარი, ექსპერტიზა რეალურად არ განუხორციელებიათ, ხოლო შესაბამის დასკვნას მათ ხელი მხოლოდ ფორმალურად მოაწერეს. მოსამართლეს უბრალოდ სხვა გადაწყვეტილების მიღების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, საქმეში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაყალბების გამო, ამ საქმეს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში მოვიგებდით",-აღნიშნა იმედა დვალიძემ.


ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი კომპანიების მიერ აღძრული სარჩელი დღეს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ფოთის ნავსადგურს მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016