reportiori.ge - გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:48
პოლიტიკა
გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა
ავტორი:
03 თებერვალი, 2016. 18:08


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. თოფაძემ განცხადება პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

„ბატონო პრეზიდენტო, მინდა, თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, როდესაც პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი კაცი ლაპარაკობს და ამბობს, იმას ყველა უსმენს და მისი თითოეული სიტყვა კონტროლდება, ანალიზს უკეთებენ. თქვენ გამოაცხადეთ, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეშიო, სადაც თქვენ დღეს ხართ. ამის განცხადების მერე, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ნათქვამი გქონდათ და ხალხმა დაიჯერა, რომ თქვენ იქ არ შეხვიდოდით", - განაცხადა თოფაძემ.


ამას გარდა, გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ში ვიზიტის გამოც გააკრიტიკა:

 

„მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის იმიჯზე უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს, რადგან ამ კამათის შედეგად ყველამ დაინახა, რომ ორი წამყვანი პირი ვერ თანხმდება. ალბათ, რაღაცნაირად უნდა მოგეგვარებინათ და გაგეთვალისწინებინათ, რომ ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო „ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა, კომპრომისი მოგვენახა და უცხოეთში არ გაგვეტანა ეს თემა.

 

ქართველ ხალხს ერთი ძალიან კარგი თვისება ახასიათებს - მადლიერება. თქვენ ამ თანამდებობაზე მოხვდით, ალბათ, არც გქონდათ გააზრებული - პარლამენტში მარცხენა ფლანგზე რომ ზის, ამათ გაგიყვანეს თქვენ. რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ინიციატორი და უნდა გითხრათ, რომ ეს თქვენ ნამდვილად არ გქონდათ მოაზრებული. ამის შემდეგ, ალბათ, არ გასულა ერთი თვე, როცა თქვენ უცნაური პოზიცია დაიჭირეთ, დაიწყეთ ხელისუფლების კრიტიკა, ეს კი არ ახასიათებს ქართველ კაცს. მადლიერების გრძნობა არის ჩვენთვის ყველაზე მისაღები და საქები", - განაცხადა თოფაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016