„შევეცდები, ის საკითხები, რაზეც ჩემს მოხსენებაში იყო საუბარი, დავაყენო პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმატში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
„ჩემს საბოლოო შემაჯამებელ გამოსვლაში მე გავაკეთე აქცენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასთანაც იყო ნაკლები კრიტიკა. ჩემი შთაბეჭდილებებით, მზაობაა მომავალი თანამშრომლობისკენ. მე ვხედავ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პოტენციალს თანამშრომლობისა, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, მე შევეცდები, რაც შეიძლება უფრო ინტენსიური თანამშრომლობის ფორმატში ეს საკითხები, ისევე, როგორც სხვა საკითხები, რომელიც ჩემს მოხსენებაში იყო განხილული, დავაყენო ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმატში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.