დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა დეპუტატს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი სტილი აქვს.
„რამდენადაც ვიცი, გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა განცხადების გაკეთებისას. საპარლამენტო ტრიბუნიდან კი ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ ბევრად უფრო არაკორექტულ განცხადებებს. ყველა ადამიანი ლაპარაკობს თავისი სტილით. ამ ციტატაზე კი ალბათ თოფაძეს აქვს წყარო და თუ არა აქვს, მაშინ შეცდომაში შეიყვანა ვიღაცამ", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
გოგი თოფაძემ მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მისამართით „რამდენიმე კრიტიკა" აქვს. თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა".