იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრი დაუნის სინდრომის მქონე ყველა ბავშვს და მის მშობლებს ბოდიშს უხდის.
„მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ალბათ უფრო გაუაზრებელი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ყველანაირი დასაშვებობის ზღვარს სცდება. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება, ანუ დაუნის სინდრომის მქონეს და მის მშობლებს, მე პირადად ვუხდი ბოდიშს. ყველა ამ ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო და მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ ვმუშაობთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ცალსახად მიუღებელია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.