reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: 2008 წლის ომი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის სახის დასანახად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:13
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: 2008 წლის ომი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის სახის დასანახად
04 თებერვალი, 2016. 13:25


„ჰააგის სასამართლოსგან ამ კურსის აღებას არ ველოდი, რადგან დასავლეთი მუდამ ცდილობს, რომ დამნაშავე იპოვოს ორივე მხარეს და პასუხისმგებლობა გადაანაწილოს. ამის ნათელი მაგალითია ტალიავინის დასკვნაც", - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას აცხადებს და აქვე აღნიშნავს, რომ ამჯერად ჰააგის სასამართლოს კურსი მიმართულია იქით, რომ „2008 წლის ტრაგედიის ძირითადი მიზეზი რუსეთში დაინახოს". ამის შესახებ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე განმარტა, რომ რუსეთი დღეს მთელი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას ბევრი ხერხი სჭირდება.

 

„იმავეს ველოდი ჰააგის გამოძიებაში, მაგრამ ჯერჯერობით ჰააგამ აიღო კურსი იქით, რომ რუსეთში დაინახოს 2008 წლის ტრაგედიის ძირითადი მიზეზი. ის, რომ ახლა მოხდა ამ თემის წამოწევა, თავისთავად საყურადღებოა. მოგეხსენებათ, საკითხი უკვე დიდი ხანია დგას და მგონია, რომ ეს ფაქტი ბევრისთვის სასიგნალოა, მათ შორის რუსებისთვის. რუსეთი სულ უფრო და უფრო ხდება მტრის ხატი ევროპისათვის, სულ უფრო იდგმება ნაბიჯები იმისკენ, რომ რუსულ პოლიტიკაში ხარვეზები დაინახონ. ეს ცალ-ცალკე აღებული თითქოს სხვადასხვა რამეა, მაგრამ მთლიანობაში იკვრება რუსეთის წინააღმდეგ. დღეს რუსეთი უტევს უკრაინას და ამერიკას უწევს შეიარაღების გადაცემა ევროპისთვის, რომელსაც რუსული საფრთხე ემუქრება. ასე რომ, რუსეთი უკვე საფრთხეა და ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას ბევრი ხერხი გააჩნია. გამორიცხული არაა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური დატვირთვის ნაბიჯი იყოს ჰააგის სასამართლო. 2008 წლის ომი ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის სახის დასანახად. იმდროინდელმა ევროპამ ეს ვერ დაინახა. იქნებ ახლა გამოასწორონ ეს შეცდომა და დაინახონ, რომ რაც უკრაინაში დღეს ხდება, რუსეთმა საქართველოში უფრო უტიფარი ფორმით დაიწყო 2008 წელს. შესაძლოა, ნაბიჯები ამის დანახვისკენ იდგმება", - განაცხადა საყვარელიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016