reportiori.ge - ლევან გაჩეჩილაძე: მინდა, „რუსთავი2“-ის რეიტინგს ვაჯობო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:06
მედია
ლევან გაჩეჩილაძე: მინდა, „რუსთავი2“-ის რეიტინგს ვაჯობო
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 15:57


„მაესტროს" პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ იგი აპირებს კომპანის შესწავლას და უახლოეს მომავალში ცვლილებებს არ გეგმავს.


„სანამ კომპანიას არ შევისწავლი ყველა მიმართულებით, კონტენტის, ფინანსური დამოუკიდებლობის, ინტელექტუალური მიმართულებით არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ. მერე, ერთბაშად დავდებ ჩემი მოქმედებების გეგმას. ამისთვის მჭირდება გარკვეული დრო. არ ვარ ინფორმირებული, კონკრეტულად რა მძიმე პროცესები მიდის „მაესტროს" შიგნით. ინფორმირებული ვარ მხოლოდ ზოგადად, რომ მძიმე პროცესები მიდის ხელფასებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არავის გაშვებას არ ვაპირებ - ინტელექტუალური აზროვნების გამოყენებისკენ ვარ მოწოდებული.


მე მჭირება ძალიან ბევრი ინფორმაცია და ბაიასთან ერთად მინდოდა დამეგეგმა ყველა მომავალი ნაბიჯი და იქ გამოჩნდებოდა, ვინ, სად, როგორ და რაინაირად არის მოწადინებული მუშაობაზე. მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ - თავისუფლება უპირველეს ყოვლისა. მთავარი ლოზუნგია, გადმოვრთოთ ადამიანები „რუსთავი2"-დან. „რუსთავი2"-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

 

 

 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016