reportiori.ge - რატომ გამოგზავნა თეთრმა სახლმა მოსკოვში ჰენრი კისინჯერი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:24
მსოფლიო
რატომ გამოგზავნა თეთრმა სახლმა მოსკოვში ჰენრი კისინჯერი?
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 16:32


მოდით, ცოტა ხნით შეთქმულების თეორიას გადავხედოთ! დღეს დილით რუსეთის ხელისუფლების მეთაურის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა პრესას აცნობა, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ ჰენრი კისინჯერს შეხვდება.


პროტოკოლის ნორმების მიხედვით უნდა დავასკვნათ, რომ ვიზიტი ოფიციალურია და არა კერძო. მაგრამ როგორ უნდა აღვიქვათ ოფიციალურ ვიზიტად გადამდგარი ჩინოვნიკის შეხვედრა სახელმწიფოს მოქმედ მეთაურთან? მსოფლიოში არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც იმხელა ავტორიტეტი მოიპოვეს, რომ მათ სიტყვას, აქტიური პოლიტიკიდან წასვლის მერეც ფასი აქვს. ასეთები პოლიტიკიდან ბოლომდე არ მიდიან. ისინი აგრძელებენ მრჩევლებისა და საჩოთირო დავალებების შემსრულებლის ფუნქციებს.


კისინჯერი ზუსტად ამგვარი პიროვნებაა. მართალია, დიდი ხანია არანაირი თანამდებობა აღარ უკავია ამერიკაში, ნებისმიერი მისი მოსაზრება აღიქმება არა კერძო პირის განცხადებად, არამედ ისეთ პოზიციად, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო საერთაშორისო პოლიტიკაში.


რახან კისინჯერი მოსკოვში ჩამოვიდა, საქმე ძალიან სერიოზულია. მაინც რას ეხება? სირიას? არა! ამ თემაზე ლავროვი და კერი საუბრობენ. დონბასს? არა! ეს საკითხი მინსკის მოლაპარაკებების კომპეტენციაშია. მაშ რაზე? თუ კისინჯერის სტატუსით ვიმსჯელებთ, საქმე ისეთ თემას ეხება, რომელზეც როგორც წესი, ქვეყნის პირველი პირები საუბრობენ.


საქმე, როგორც ეტყობა, ძალიან სერიოზულია, რადგან კისინჯერის გადატვირთულ გრაფიკში, ორი კვირის წინ, მოსკოვში ვიზიტი გათვალისწინებული არ ყოფილა. თუ ამ ყველაფერს დავუკავშირებთ ბოლო კვირების მანძილზე პუტინის საწინააღმდეგო კომპრომატების კასკადს, გამორიცხული არ არის, რომ კისინჯერის ვიზიტის მიზანია, პუტინს წარედგინოს სერიოზული კოზირები და კაპიტულაციის ღირსეული პირობები შესთავაზოს. თუმცა, შესაძლოა ყველაფერი ასე არ არის და კისინჯერის ვიზიტი არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარულია. ამ შემთხვევაში, ერთადერთი ჰუმანიტარული საკითხი, რომელზეც  ამ დონეზე, ახლა შეიძლება მსჯელობა - ეს ნადეჟდა სავჩენკოს ბედია.


ნებისმიერ შემთხვევაში ვიზიტის მიზანი და შედეგი ამ კვირაშივე გახდება ცნობილი.





თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016