reportiori.ge - კომპანია „ხიდის“ დამფუძნებლის ადვოკატი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:45
სამართალი
კომპანია „ხიდის“ დამფუძნებლის ადვოკატი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 16:49


კომპანია „ხიდის" დამფუძნებლის ადვოკატი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს:



„გამოძიებამ გუშინ, 3 თებერვალს, ზაჰესის ხიდის მშენებლობის დროს დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე კომპანია „ხიდის" დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.

 

ბატონი თეიმურაზი არ უარყოფს თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტს ზაჰესის ხიდთან მიმართებაში, თუმცა, ამისი გამომწვევი მიზეზები არა მითვისების განზრახვაში, არამედ სახელმწიფოსა და მისი კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან იძულებით, თ. წივწივაძის პირადი ხარჯებით ნაწარმოებ მშენებლობებში და სხვა მსგავს ქმედებებში უნდა ვეძებოთ. სწორედ ამის გამო უწევდა კომპანია „ხიდს" ახალი ობიექტების თანხებით ძველი ობიექტების დავალიანებების დაფარვა.

 

შესაბამისად, ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან კვალიფიციური, სიღრმისეული გამოძიება, რა შემთხვევაშიც გამოძიებისა და შემდეგ საზოგადოებისათვის ნათელი გახდება, რომ საქმე არ გვაქვს ლოკალურ პრობლემასთან და დანაშაულის ფესვები მხოლოდ ერთ პირთან ან კომპანიაში არ უნდა ვეძებოთ.

 

სიმართლის დადგენა ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია!

 

საგამოძიებო სამსახურები და პროკურატურა ვალდებულნი არიან, ჩაატარონ სწორედ ასეთი გამოძიება, ხოლო ჩვენ, ბრალდებული და მისი ადვოკატები გამოვთქვამთ მზადყოფნას, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ  ჭეშმარიტების დადგენაში", - ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს „სამშენებლო-კომერციული კორპორაცია ხიდის" დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე დააკავა.


საქმე ეხება ავჭალის  დასახლებაში არსებული ეგრეთ წოდებული „ზაჰესის ხიდის" და სარკინიგზო გზაგამტარის რეაბილიტაციის პროცესში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მოეხდინა ხიდის და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქცია, დამფუძნებელმა თეიმურაზ წივწივაძემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიუჯეტის კუთვნილი 1 526 437 ლარი.


ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016