reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:47
სამართალი
გიორგი ქადაგიძე: იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 17:11


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელსაც ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საქმეზე დაჰკითხავენ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედოვნებს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.



გიორგი ქადაგიძის თქმით, ახალი კანონი არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვა თვეების განმავლობაში ვერ დასრულდა.



ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, არაფერს სასიკეთოს ეს კანონი არ მოგვიტანს გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ბიუროკრატია და 10 მილიონით გაეზრდება ხარჯი ეროვნულ ბანკს", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.



საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების სარჩელის განხილვა ეროვნული ბანკის საქმეზე დღეს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბერს
„ნაციონალური მოძრაობისა" და „თავისუფალი დემოკრატების" 39 დეპუტატის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, დააკამყოფილა მათი მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე.


პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016