reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰააგის პროკურორის ოფისს თანამშრომლობას სთავაზობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:46
პოლიტიკა
დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰააგის პროკურორის ოფისს თანამშრომლობას სთავაზობს
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 17:28


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰააგის პროკურორის ოფისს თანამშრომლობას სთავაზობს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტს მიმართავს, რათა უზრუნველყოს სათანადო კომუნიკაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის ოფისთან.



ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორი ფატუ ბენსუდა, საგამოძიებო ჯგუფთან ერთად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებართვის საფუძველზე იწყებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ჩადენილ ომის დანაშაულთა გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც, გარდა უკვე წარდგენილი და წარსადგენი მასალებისა, როგორც ქართული მხრიდან, ასევე ოსური და რუსული მხარეებიდან, აქცენტები ასევე გაკეთდება მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაზეც, რის შემდეგაც გამოიკვეთება მათი ვინაობა, ვინც უშუალოდ წარსდგება სასამართლოს წინაშე შესაბამისი სტატუსით.

 

მე, როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი, ღიად გამოვხატავ მზაობას საერთაშორისო პროკურორის, ბენსუდას ოფისთან თანამშრომლობისა მთელ რიგ იმ საკითხებზე, რაც ჩემთვის, როგორც საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრისთვის, კომისიის მუშაობის ფარგლებში გახდა ცნობილი რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მათ შორის იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რასაც საპარლამენტო კომისიაზე დახურულ რეჟიმში, გრიფი საიდუმლო" ჰქონდა მინიჭებული.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემს მიერ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ეროვნულ დონეზე შეწყდა გამოძიება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით და ერთადერთი გზად დარჩა მხოლოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასმართლოს ბერკეტი.

 

მივმართავ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტს, უზრუნველყოს სათანადო კომუნიკაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის ოფისთან, ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად", - ნათქვამია დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016