reportiori.ge - „ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროგრამები - მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:54
პოლიტიკა
„ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროგრამები - მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება!“
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 17:48


პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მიერ 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 


კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და პროგრამის მიმდინარეობა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და „აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ფატემა სუმარმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.


საუბარი შეეხო ახალ მიმართულებებს. პრემიერმა კორპორაციას კერძო სექტორის ჩართულობასა და პროფესიულ განათლებაზე მეტი აქცენტის გაკეთების თხოვნით მიმართა, რასაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ.


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, განათლების სისტემის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტი ამ მიმართულებით, აშშ-ის დახმარების ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა.

 

„140 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროგრამები - მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების სწავლება თბილისში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალო სკოლებში, მასწავლებლების ტრენინგი და ბევრი სხვა", - განაცხადა პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


კომპაქტის წარმატებით განხორციელების მხარდაჭერაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერის როლზე ისაუბრა ფატემა სუმარმა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.


მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, რაც სამუშაო ადგილებზე მათ ხელმისაწვდომობას გაზრდის.


შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ.


 

 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016