reportiori.ge - გუგული მაღრაძე: თუკი საქართველოში გაზის მარაგი აღმოჩნდება, ეს დიდ სიკეთეს მოგვიტანს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:08
საზოგადოება
გუგული მაღრაძე: თუკი საქართველოში გაზის მარაგი აღმოჩნდება, ეს დიდ სიკეთეს მოგვიტანს
ავტორი:
04 თებერვალი, 2016. 17:52


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის შესაძლო მარაგზე საუბრობს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, საქართველო „დიდ სიკეთეს მიიღებს".


როგორც მაღრაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველო აზერბაიჯანს ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს და ეცდება, საერთაშორისო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს.


„როდესაც ქვეყანას აქვს ისეთი ბუნებრივი რესურსები, როგორიც გაზი და ნავთობია, ეს ყოველთვის სიკეთის მომტანია. წლების მანძილზე სულ იყო საუბრები, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ყოფილიყო გაზისა და ნავთობის მარაგი, მაგრამ ამჟამად, ამის შესახებ რაიმე სანდო ცნობები არ მაქვს. თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის. შესაძლოა, ერთ და ორ წელიწადში ვერ დავიწყოთ ექსპლუატაცია, მაგრამ სამომავლოდ ძალიან დიდ სიკეთეს მოგვიტანს.

 

საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. უბრალოდ, იქნება სამუშაო, რომ საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს. შესაძლოა, აზერბაიჯანს ურჩევნია, რომ თავისი ბუნებრივი აირი უფრო მეტი გაიტანოს დასავლეთში მაგრამ მათაც, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მოუწევთ, რომ საერთაშორისო შეთანხმებებს ანგარიში გაუწიონ", - განაცხადა გუგული მაღრაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016