reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: ბოდიში მოსახდელი გვაქვს ჩვენ, რადგან დღეს საქართველოს მართავს რესპუბლიკური პარტია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:18
პოლიტიკა
ელიზბარ ჯაველიძე: ბოდიში მოსახდელი გვაქვს ჩვენ, რადგან დღეს საქართველოს მართავს რესპუბლიკური პარტია!
04 თებერვალი, 2016. 18:47


„გოგი თოფაძეს კი არ აქვს ბოდიში მოსახდელი, ბოდიში მოსახდელი გვაქვს ჩვენ, რადგან დღეს საქართველოს მართავს რესპუბლიკური პარტია და პრეზიდენტად გვყავს მარგველაშვილი", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორთან" საუბრისას აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გააკეთა.


ჯაველიძე გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


„გოგი თოფაძემ რაც თქვა, მე არაერთგზის დავწერე. მარგველაშვილმა, რომელიც სოროსის ბუდეში წამოჩიტდა, თავის წერილში ქართველი ხალხი ავადმყოფ ხალხად მოიხსენია... თინა ხიდაშელი გამოდის და ამბობს გოგი თოფაძეზე - ეს კიდევ პარლამენტშიაო? უბედურება ისაა, თავად ხიდაშელი რომ დღეს მინისტრია, თორემ გოგი თოფაძე არის ქართველი მეწარმე, რომელიც ებრძოდა შევარდნაძესაც, ებრძოდა სააკაშვილსაც და დღესაც იბრძვის სიმართლისთვის.

 

სირცხვილია პრეზიდენტობა კაცისა, რომელსაც პლასტელინს უწოდებენ; რომელიც ნერვებს ქარგვით და ქსოვით იმშვიდებს. უმჯობესია, წავიდეს მარგველაშვილი დუშეთში და ინდაურებს და ქათმებს მიხედოს", - განაცხადა ჯაველიძემ.


პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი „დაუნებს შეადარა". გოგი თოფაძის განცხადებით, სტატიაში სახელწოდებით - „ნიჩურტა - მე ქართველი ვარ", მარგველაშვილმა ქართველ ხალხს მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა და  ქართველ ერი ჩლუნგებად მოიხსენია.


თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ... ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდება", - განაცხადა გოგი თოფაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016